გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/908
სათაური: მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის ფარგლები და მათი დაკმაყოფილების წესი
ავტორები: შაბაშვილი, ანი 
ხელმძღვანელი: ხარაიშვილი, ანა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მემკვიდრეობის მიღება
კრედიტორთა მოთხოვნის ფარგლები
დაკმაყოფილების წესი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ჩემს ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებ ქართულ სამართალში
მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ
პრობლემებზე. ეს საკითხი მეტად აქტუალური და პრობლემურია
დღევანდელ რეალობაში, ვინაიდან დღითი-დღე იზრდება ვალდებულებითსამართლებრივი

ურთიერთობების რიცხვი. უფრო და უფრო იზრდება
ერთმანეთის მიმართ ფულადი და თუნდაც სხვა სახის ქონებრივი
ვალდებულებების მქონე პირთა რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში
მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება უამრავ
წინაღობას აწყდება, რაც, თავის მხრივ, ვფიქრობ არსებული კანონმდებლობის
ხარვეზებთან და სისუსტეებთანაც არის დაკავშირებული.
თემის მიზანს წარმოადგენს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების
გამოვლენა და მათ გადასაჭრელად ოპტიმალური გზების შეთავაზება.
ნაშრომში განხილულ თემატიკასთან დაკავშირებით მოცემულია, როგორც
ქართული, ასევე უცხოური მასალა, სტატიები, ნაშრომები და ა.შ. ნაშრომში
ძირითადად გამოყენებულია შედარებით სამართლებრივი მეთოდი, ასევე
გამოყენებული იქნება ანალიტიკური კვლევის მეთოდი და განხილულ
თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის შედარებითი ანალიზი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნაშრომის პირველი ნაწილის შესავალს
წარმოადგენს, ყურადღებას გავამახვილებ მეორე ნაწილზე, რომელშიც
გადმოცემულია სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდრო ქონების დადგენასთან
და მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მიმართება
კრედიტორის ინტერესებთან. ნაშრომის მესამე ნაწილი ეხება უშუალოდ
კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ქართულ სამართალში არსებულ
რეალობას და იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება კრედიტორებს შეექმნათ
მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში.
ნაშრომის მეოთხე ნაწილში განხილულია, თუ, როგორ ხდება კრედიტორთა
ინტერესების დაცვა, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში. ხოლო მეხუთე
ნაწილში მოცემულია კრედიტორთა ინტერესების დაცვის მსოფლიოში
აღიარებული გზა, კერძოდ სამკვიდროს დაცვა, რომელიც ქართულ
პრაქტიკაში, სამწუხაროდ, არ გამოიყენება კრედიტოთა ინტერესების
დასაცავად.
URI: https://openscience.ge/handle/1/908
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro shabashvili.pdfმამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის ფარგლები და მათი დაკმაყოფილების წესი923.94 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

107
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,270
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.