გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/881
სათაური: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები და წარმომადგენლობის ფარგლები
ავტორები: გოგინავა, თამარ 
ხელმძღვანელი: ძლიერიშვილი, ზურაბ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
მინდობილობა
კანონი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული პიროვნების
თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებისა და სამოქალაქო
სამართალში მოქმედი კერძო ავტონომიის პრინციპის რეალიზაციის ერთერთი

საინტერესო ფორმა რწმუნებულებითი ურთიერთობაა.

კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს
აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
დანაწესი გულისხმობს პირის პირადი უფლების განხორციელებას როგორც
პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობის
ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის უფრო აშკარა
დანაწესს განსაზღვრავს ამავე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმადაც,
ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან
ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში −
წარმომადგენლის მეშვეობით. დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს,
რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება,
უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური
ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა და არ აქვს მნიშვნელობა ამას
პირადად უზრუნველყოფს თუ წარმომადგენლის მეშვეობით.
URI: https://openscience.ge/handle/1/881
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro goginava.pdfწარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები და წარმომადგენლობის ფარგლები1.3 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

299
checked on May 18, 2024

გადმოწერა

3,470
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.