გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/804
სათაური: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების პრაქტიკის კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურზე
ავტორები: ჯულაყიძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ხარაძე, ეფემია 
ხარისხის სახელი: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლების მეცნიერებები / Education Sciences
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ფიზიკური აღზრდა
სპორტის გაკვეთილები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Master's work refers to research of Physical Education and Sports lessons' Practice
of the Middle School, theoretical analysis has been conducted about the key issues such as
physical education and sports in the process of forming a human personality, problems that we
encounter in the educational sphere while teaching this discipline.
Physical upbringing and Sports are not only a means of physical development, neither
human health, nor only its social activity, but it affects the development of intellectual and
moral traits of different ages. Between school disciplines, Physical Education and Sports are
distinguished and lessons are inadequate, therefore, we believe that identifying the problems
related to this issue and researching the reasons of their causes, leads to the actuality of the
presented topic.
The work is a novelty because the research, which deals with the course of the lesson,
has not been carried out specifically at the Middle School level.
Hypothesis of research topic: Lessons are not properly conducted at the Middle level of
general education institution. There are several reasons:
• Problem of Infrastructure
• Teachers' lack of qualification
The research aims to study the practice of physical education and sport lessons of the Middle
Level of general education institution. To accomplish his goal, we have set the following tasks:
• Table Research / review of existing literature on the example of Georgia and foreign
countries;
• Determination of research methodology;
• Determining the issue / problem;
• Researching;
• Analysis of information received as a result of research;
• Development of conclusions and recommendations.
4

The study subject is the research of Physical Education and Sport Lessons' Practice of the
Middle School in general education institution.
The object of research is: the process of physical education and sport at the middle level of
general education institution.
Method and type of research: We used the qualitative method of research: analysis of
documentation, the same desk survey and also the quantitative research (Teachers and pupils of
physical education and sports of the middle level),And the research tool was a semi-structured
questionnaire prepared in advance, which is the schema of the qualitative research.
Target Group: 138 Physical Education and Sport Teacher and 160 Pupils of Middle
Levels of Different Schools of Tbilisi were selected as Respondents.
The final part summarizes the main findings, conclusions are elaborated and the
recommendations are elaborated.

სამაგისტრო ნაშრომი ეხება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების
პრაქტიკის კვლევას საბაზო საფეხურზე, ჩატარებულია თეორიული ანალიზი ისეთი
საკვანძო საკითხების, როგორიცაა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის როლი ადამიანის
სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, პრობლემები, რომელთაც
საგანმანათლებლო სივრცეში ვხვდებით ამ დისციპლინის სწავლებისას.
ფიზიკური აღზრდა და სპორტი მხოლოდ ფიზიკური განვითარების და ადამიანის
ჯანმრთელობის, ან მხოლოდ მისი სოციალური აქტივობის გამოვლენის საშუალებას
როდი წარმოადგენს, არამედ იგი გავლენას ახდენს მოზარდის სხვადასხვა სპექტრის
ინტელექტუალურ-ზნეობრივი მახასიათებლის ჩამოყალიბებაზე. სასკოლო
დისციპლინებს შორის ფიზიკური აღზრდა და სპორტი გამორჩეულად დაკნინებულია,
გაკვეთილები კი არასრულფასოვანი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან
დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზების კვლევა
განაპირობებს წარმოდგენილი თემის აქტუალობას.
ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს, რადგან კვლევა, რომელიც საგაკვეთილო პროცესს
ეხება, თანაც კონკრეტულად საბაზო საფეხურზე, არ ჩატარებულა.
საკვლევი თემის ჰოპოთეზა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო
საფეხურზე ჯეროვნად ვერ ტარდება გაკვეთილები და ამის გამომწვევ მიზეზებად
გვესახება:
• ინფრასტრუქტურის პრობლემა
• მასწავლებელთა არაკვალიფიციურობა
კვლევის მიზანია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების პრაქტიკის კვლევა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურზე. აღნიშნული მიზნის
მისაღწევად დავისახეთ შემდეგი ამოცანები:
• მეორეული ინფორმაციის დამუშავება/არსებული ლიტერატურის მიმოხილვა
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მაგალითზე;
• კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება;
• საკითხის/პრობლემის განსაზღვრა;
• კვლევა
• კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
• დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
ნაშრომის კვლევის საგანს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების
პრაქტიკა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურზე.
კვლევის ობიექტია: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგაკვეთილო პროცესი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურზე.
კვლევის მეთოდი და ტიპი: კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ თვისებრივი მეთოდი:
დოკუმენტაციის ანალიზი,იგივე სამაგიდო კვლევა და აგრეთვე,რაოდეობრივი კვლევა
(გამოიკითხა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საბაზო საფეხურის
მასწავლებლები,მოსწავლეები),ხოლო კვლევის ინსტრუმენტი გახლდათ წინასწარ
შედგენილი ნახევრადსტრუქტუირებული კითხვარი,რომლის შემუშავების სქემასაც
წარმოადგენს თვისებრივი კვლევის შედეგები.
სამიზნე ჯგუფი: რესპონდენტებად მიზნობრივად შეირჩა თბილისის სხვადასხვა
სკოლის საბაზო საფეხურის 138 ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი და
160 მოსწავლე.
დასკვნით ნაწილში შეჯამებულია ძირითადი შედეგები, შემუშავებულია დასკვნები და
ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/804
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro julakidze.pdfფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების პრაქტიკის კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურზე610.27 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

179
checked on Jun 1, 2024

გადმოწერა

2,658
checked on Jun 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.