გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/794
სათაური: არიდების ქცევების (Withdrawal Behaviors) ინდივიდუალური და ორგანიზაციული პრედიქტორები
ავტორები: ჯალაბაძე, ანი 
ხელმძღვანელი: კუტალაძე, იამზე 
ხარისხის სახელი: Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology
შრომისა და ორანიზაციის ფსიქოლოგის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (MA). Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology (MA)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Withdrawal Behaviors
არიდების ქცევები
ინდივიდუალური პრედიქტორები
ორგანიზაციული პრედიქტორები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The main purpose of this study is to examine organizational and individual predictors of
withdrawal behaviors and determines their direct and indirect (Moderation and Mediation
effects) relationship. The organizational factors discussed in the study are: Organizational
justice and its forms – distributive, procedural and interactional justice, social support, role
conflict and role ambiguity. Individual factors include: Social loafing, sex and age. There is
separated one factor – Person-organizational fit.
The research was carried out among 250 employees (Female – 190; Male-60) with available
sample principle. The study results show that the most predictive values have organizational
justice and its two forms – distributive and interactional justice and role ambiguity.
Distributive and interactional justice predict variations of turnover intention and
accumulated variable of withdrawal behavior. Organizational justice is a statistically
significant predictor of turnover intention. Role ambiguity predicts variation of lateness,
turnover intention and accumulated withdrawal behavior variable.
The study results show that Social loafing is a statistically significant predictor of
absenteeism; Sex and age also can explain withdrawal behaviors variation. Social loafing is a
statistically significant moderator among the interaction of organizational justice and
withdrawal behavior; It also performs moderator role between the relationship of
organizational justice and absenteeism variations. Procedural justice is a reliable moderator
between the interaction of social loafing and absenteeism. A mediation effect has been
demonstrated in the relationship between organizational justice and accumulated
withdrawal behavior. This relationship is partial mediated by person-organizational fit.

აღნიშნული კვლევის მიზანია არიდების ქცევების ორგანიზაციული და
ინდივიდუალური პრედიქტორების შესწავლა და მათ შორის არსებული, როგორც
პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მოდერაციული და მედიაციური ეფექტები)
მიმართებების განსაზღვრა. კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციულ ფაქტორებად
განხილულია: ორგანიზაციული სამართლიანობა და მისი ფორმები -
დისტრიბუციული, პროცედურული და ინტერაქციული სამართლიანობა,
სოციალური მხარდაჭერა, როლური კონფლიქტი და როლური გაურკვევლობა.
ინდივიდუალურ ფაქტორებში ერთიანდება: სოციალური სიზარმაცე, ასაკი და სქესი;
ცალკეა გამოყოფილი პიროვნება-ორგანიზაციის თავსებადობის ცვლადი.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 250-მა დასაქმებულმა (190 - მდედრობითი
სქესის წარმომადგენელია, 60 - მამრობითი), ხელმისაწვდომი შერჩევის პრინციპით.
კვლევის შედეგების მიხედვით, ორგანიზაციული ფაქტორებიდან ყველაზე მაღალი
პრედიქტული ღირებულება აქვს ორგანიზაციულ სამართლიანობასა და მის ორ
ფორმას - დისტრიბუციულ და ინტერაქციულ სამართლიანობასა და როლურ
გაურკვევლობას. დისტრიბუციული და ინტერაქციული სამართლიანობა ხსნის
როგორც დენადობის, ასევე არიდების ქცევის გაერთიანებული ცვლადის ვარიაციებს;
ორგანიზაციულ სამართლიანობას არსებითი წვლილი შეაქვს მხოლოდ დენადობის
განზრახვის ვარიაციების ახსნაში. როლური გაურკვევლობა კი ხსნის დაგვიანებას,
დენადობის განზრახვასა და არიდების ქცევის გაერთიანებული ცვლადის
ვარიაციებს.
ასაკსა და სქესს შეუძლია იწინასწარმეტყველოს არიდების ქცევათა გამოვლენის
ვარიაციები. სოციალური სიზარმაცის ცვლადს შეუძლია აბსენტიზმის ვარიაციათა
ახსნა. ის ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მოდერატორია ორგანიზაციულ
სამართლიანობასა და არიდების ქცევის გაერთიანებულ ცვლადს შორის
1

ინტერაქციაში. სოციალური სიზარმაცე მოდერატორის როლს ასრულებს
ორგანიზაციულ სამართლიანობასა და აბსენტიზმს შორის ინტერაქციაშიც.
პროცედურული სამართლიანობა სტატისტიკურად არსებითი მოდერატორია
სოციალურ სიზარმაცესა და აბსენტიზმს შორის ინტერაქციაში. ნაწილობრივი
მედიაციური ეფექტი გამოვლინდა ორგანიზაციული სამართლიანობისა და
არიდების ქცევის გაერთიანებულ ცვლადს შორის კავშირში, სადაც მედიატორის
როლს პიროვნება-ორგანიზაციის თავსებადობის ცვლადი ასრულებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/794
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
სამაგისტრო ნაშრომი- ა.ჯალაბაძე.pdfარიდების ქცევების (Withdrawal Behaviors) ინდივიდუალური და ორგანიზაციული პრედიქტორები1.88 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

156
checked on Jun 14, 2024

გადმოწერა

2,106
checked on Jun 14, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.