გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/694
სათაური: ბურჟუას აღქმა XIX ს-ის მეორე ნახევრის ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში
ავტორები: ქორჩილავა, ქრისტინა 
ხელმძღვანელი: კუპატაძე, ბონდო 
ხარისხის სახელი: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საქართველოს ისტორია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ბურჟუას აღქმა
XIX ს-ის მეორე ნახევრი
ქართული საზოგადოებრივი აზროვნება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The theme of the work is the perception of Bourzhue in Georgian public thinking of the second half of XIX c. In this period two antagonistic classes were replaced: bourgeois and feudalism. The latter lost his power, and the bourgeois fought to establish. Feudal and poorly feudalism did not have the ability to fight enough to be involved in capitalism. The relevance and interest of the topic is derived from the phenomenon of the Georgian bourgeoisie in the history of Georgia.
The new study method is used for excellence in this topic, which suggests the tendency to use literature as a historical source. Modern history researchers have removed scholastic fibers from the literature and brought their research into the native scientific basis. If the history of classically understood history, the correct facts and rational explanations, the history of the Ranke's history, not only the facts of the study of the facts and the study of psychology, but also the study of human psychology. The authors of the literary works used by me in the work are equal to the epoch, accordingly the events are real and not the authors' description.
As for the period, I have taken the second half of XIX, which at first glance is a general case for research, but the chronological description of the events that correspond to this period automatically gives a specific conclusion to the research.
The original research of history is in literary practices that are especially well-informed in space and time. In the paper it is interesting to read the character of the bourgeoisie characteristic of the Georgian reality, which was essentially associated with every factor of public existence.

ნაშრომის თემაა ბურჟუას აღქმა XIX ს-ის მეორე ნახევრის ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში. ამ პერიოდში ორი ანტაგონისტური კლასი ცვლიდა ერთმანეთს: ბურჟუაზია და ფეოდალური არისტოკრატია. ამ უკანასკნელმა თავისი ძლევამოსილება დაკარგა, ხოლო ბურჟუაზია იბრძოდა დასამკვიდრებლად. ხელმოცარულ და გაღარიბებულ არისტოკრატიას, არ გააჩნდა საკმარისად გაბრძოლების უნარი, ჩაბმულიყო კაპიტალიზმის ფერხულში. თემის აქტუალობა და ინტერესი, გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს ისტორიაში ნაკლებადაა შესწავლილი ქართული ბურჟუაზიის ფენომენი.
აღნიშნული თემის კვლევისთვის გამოყენებულია კვლევითი მეთოდი, რომელიც გულისხობს მხატვრული ლიტერატურის საისტორიო წყაროდ გამოყენებას. თანამედროვე ისტორიის მკვლევარებმა ლიტერატურას ჩამოაცილეს სქოლასტური პირნაკეთობა და მკვიდრ მეცნიერულ ნიადაგზე გადმოიტანეს მისი კვლევა. თუ კლასიკურად გაგებული ისტორია, ფიქსირებულ ფაქტებსა და რაციონალურ ახსნას უტოლდება, რანკეს სკოლის გაგებით ისტორია, არამარტო მშრალი ფაქტების აღნუსხვას და კვლევას მოითხოვს, არამედ ადამიანთა ფსიქოლოგიის შესწავლასაც. ნაშრომში, ჩემს მიერ გამოყენებული ლიტერატურული ნაწამოების ავტორები, ეპოქის თანადროულნი არიან, შესაბამისად მოვლენები რეალურია და არა ავტორების სუბიქტური აღწერილობა.
რაც შეეხება პერიოდს, აღებული მაქვს XIX ს-ის მეორე ნახევარი, რომელიც ერთი შეხედვით ზოგადი მოცემულობაა კვლევისთვის, მაგრამ მოვლენათა ქრონოლოგიური აღწერილობა, რომელიც შესაბამისობაში მოდის აღნიშნულ პერიოდთან, ავტომატურად კონკრეტულ მოცემულობას იძლევა კვლევისთვის.
ისტორიის ორიგინალური გამოკვლევა, იმ ლიტერატურულ პრაქტიკებშია, რომლებიც განსაკუთრებულად კარგად არიან ინფორმირებულნი სივრცესა და დროში. ნაშრომში მკითხველისთვის საინტერესოდ იშლება ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელი ბურჟუაზიის თავისებურება, რომელიც არსებითად იყო დაკავშირებული საზოგადოებრივი არსებობის ყოველ ფაქტორთან.
URI: https://openscience.ge/handle/1/694
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro qorchilava.pdfბურჟუას აღქმა XIX ს-ის მეორე ნახევრის ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში950.25 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

100
checked on Jun 3, 2024

გადმოწერა

1,071
checked on Jun 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.