Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/614
Title: ევრიპიდეს „ბაკხი ქალების“ თანამედროვე ინტერპრეტაციები და ინსცენირების პრინციპები
Authors: ჯოგლიძე, სალომე 
Advisor: გორდეზიანი, რისმაგ 
დარჩია, ირინე 
Degree Name: კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ბერძნულ-რომაული ფილოლოგია
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: „ბაკხი ქალების“ ინტერპრეტაციების ძირითადი მიმართულებები
„ბაკხი ქალების“ სასცენო ინტერპრეტაციები
რიტუალიზაცია და კულტურული დისბალანსი
„ბაკხი ქალები“ ქართულ თეატრსა და საზოგადოებაში
ანტიკური ტექსტი ტრადიციების წინააღმდეგ
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ევრიპიდეს ერთ-ერთი უკანასკნელი ტრაგედია “ბაკხი ქალები”. ნაშრომი გთავაზობთ ტექსტის სხვადასხვა მიმართულებით კვლევის მცდელობას. პირველ თავში მოცემულია ტრაგედიის ლიტერატურული ანალიზი და დამუშავებულია ამ მიმართულებით გამოთქმული ცნობილი და მნიშვნელოვანი მოსაზრებები. მათ დამუშავებას გარკვეულ დასკვნებამდე მივყავართ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან თეატრს და შემდგომი განხილვისას თვალსაჩინოა ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების აუცილებლობა.
მეორე თავში განხილულია ამ ტრაგედიის ინსცენირების კონკრეტული მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებსა და წლებში. დაკვირვების საგანს წარმოადგენს მხატვრული ტექსტის ტრანსფორმაციის ფორმები და ტექსტის თეატრალურ სახეებად გარდაქმნის პროცესი, ტექსტისა და სპექტაკლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტული სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ისტორიული მოვლენების ფონზე.
დრამატული ტექსტის თეატრალური პრაქტიკული სპეციფიკის გათვალისწინებით კვლევა, ვფიქრობ, სიახლეს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ანტიკური ტექსტის თნამედროვე ანალიზისთვის.
ნაშრომში გამოყენებულია ნანა ტონიას მიერ შესრულებული ევრიპიდეს „ბაკხი ქალების“ უახლესი პოეტური თარგმანი, რომელიგ ჯერ არ გამოცემულა. ხელნაწერისთვის მადლობას ვუხდი მთარგმნელს.
ნაშრომის მთავარ ამოცანას ევრიპიდეს „ბაკხი ქალების“ თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურობის განსაზღვრა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/614
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro joglidze salome.pdfევრიპიდეს „ბაკხი ქალების“ თანამედროვე ინტერპრეტაციები და ინსცენირების პრინციპები487.48 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

424
checked on Jun 3, 2024

Download(s)

211
checked on Jun 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.