Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/582
Title: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის როლი და საქართველოში არსებული გამოწვევები
Authors: ქაშიბაძე, ანა 
Advisor: საბაური, ლევან 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ფინანსური კონტროლი
კანონის იმპლემენტაციის პროცესი
შიდა აუდიტი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The audit function has always been considered an integral part of state financial
control. The control mechanism increases the efficiency of the public sector. The
audit covers the broad inherent risks in public administration. Traditionally, auditing
is the assurance mechanism of the state sector and its institutions (ministries) that the
state budget is adopted and spent in accordance with the law fairly and effectively.
However, the audit function has taken on a different dimension and has widened its
scope, and now includes assessing the social-economical effectiveness of the public
sector. In order to improve internal control and internal audit, many international
standards have been in place for years, including INTOSAI (Internal Control
Standards Guide). As with the example of Georgia, the lack of public internal
financial control, complete or partial financial control in many public institutions
over the past two decades has put the transparency and accountability of government
spending at considerable risk. In order to effectively spend budget funds, it is
important for the state to have an internal financial control system that ensures
accountability of spending agencies, safeguards assets, and achieves budgetary
program goals. Spending institutions do not assess risks, use controls, and safeguard
financial and non-financial assets, further aggravating systemic negligence. This issue
has been particularly relevant in Georgia since 2007, when the agreement signed
between Georgia and the EU for the establishment of a system of state internal
financial control, however, has been substantially launched in Georgia since 2010.
Given the low level of corruption required by EU member or accession countries, the
likelihood of this is clearly reduced by proper and effective state control mechanisms.

აუდიტის ფუნქცია ყოველთვის განიხილებოდა სახელმწიფო ფინანსური
კონტროლის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად. კონტროლის მექანიზმი
საჯარო სექტორის ეფექტურობას ზრდის. აუდიტი ფარავს იმ ფართო რისკებს,
რაც თან ახლავს საჯარო მმართველობას. ტრადიციული თვალთახედვით
აუდიტი ესაა სახელმწიფოსა და მისი ინსტანციების (სამინისტროების)
მარწმუნებელი მექანიზმი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მიღებული და
გახარჯულია კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანად და ეფექტურად.
თუმცა, აუდიტის ფუნქციამ სხვა დატვირთვაც შეიძინა და მისი
თვალთახედვა უფრო გაფართოვდა, ის ახლა უკვე მოიცავს საჯარო სექტორის
სოციალურ-ეკონომიკური ეფექტურობის შეფასებასაც. შიდა კონტროლისა და
შიდა აუდიტის გაუმჯობესების მიზნით, წლებია იქმნება არა ერთი
საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორისაა INTOSAI (შიდა კონტროლის
სტანდარტების გზამკვლევი). რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, ამ
მიმართულებითბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ბევრ საჯარო
დაწესებულებაში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის არარსებობამ,
სრულმა ან ფინანსური კონროლის ნაწილობრივმა მოშლამ სახელმწიფო
სახსრების ხარჯვის გამჭირვალეობა და ანგარიშვალდებულება
მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენა. საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი
ხარჯვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოში არსებობდეს შიდა
ფინანსური კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მხარჯავი
დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, აქტივების დაცვას და ბიუჯეტის
პროგრამული მიზნების მიღწევას. მხარჯავი დაწესებულებების მიერ არ
ხდება რისკების შეფასება, კონტროლის მექანიზმების გამოყენება და
ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვის უზრუნველყოფა, რასაც
კიდევ უფრო ამძიმებს სისტემური გულგრილობა. აღნიშნული საკითხის
აქტუალობა საქართველოში განსაკუთრებით 2007 წლის შემდეგ დადგა, მაშინ
როცა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის“ სისტემის
ჩამოყალიბებისათვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ
შეთანხმებას ჩაეყარა საფუძველი, თუმცა აღნიშნული რეფორმა
საქართველოში არსებითად 2010 წლიდან დაიწყო. ვინაიდან ევროკავშირის
წევრ ან გაწევრიანების მსურველ ქვეყნებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა
კორუფციის დაბალი დონე, რისი ალბათობაც, ცხადია მცირდება გამართული
და ეფექტური სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/582
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
qashibadze ana.pdfსახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის როლი და საქართველოში არსებული გამოწვევები449.42 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

102
checked on Jun 9, 2024

Download(s)

1,039
checked on Jun 9, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.