Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/2950
Title: | ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირების პრობლემები ქართულ კანონმდებლობაში და მისი შესაბამისობა ევროპულ სამართალთან | Authors: | ყიფშიძე, ქეთევან | Advisor: | ჩიტაშვილი, ნათია | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Institution: | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | Faculty: | იურიდიული ფაკულტეტი | Keywords: | ზეგანაკვეთური სამუშაოს ცნება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შრომის ინსპექცია |
Issue Date: | 2019 | Abstract: | სოციალური სახელმწიფოს მთავარი პრინციპი ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიზანს დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმადე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების ერთ-ერთ გზას შრომის უფლების დაცვა წარმაოდგენს, რაც სახელმწიფომ ამ მიზანთან თანმხვედრი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით უნდა უზრუნველყოს. „შრომა კაცობრიობის განვითარების ნებისმიერი საფეხურის მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაა.“ შრომის უფლება სოციალურეკონომიკური უფლებაა და წარმოადგენს შრომით ურთიერთობებში არსებული უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს სამართლიანი შრომის პიროებებს, სამართლიანი ანაზღაურების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, შრომითი უფლებების დაცვის უფლებებს და ა.შ. დღესდღეობით, იმ ეპოქაში, როდესაც „ბიზნესის საოჯახო მმართველობა იცვლება პროფესიონალი მენეჯერებით, რომლებიც მფლობელთა გაცილებით ფართო წრეს ემსახურებიან და ბაზრის წესრიგს უფრო მეტად ემორჩილებიან“, ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხი დასაქმებულთა ფართო ფენისთვის სოციალური თვალსაზრისითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2950 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro khipshidze.pdf | ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირების პრობლემები ქართულ კანონმდებლობაში და მისი შესაბამისობა ევროპულ სამართალთან | 735.58 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
448
checked on May 2, 2024
Download(s)
777
checked on May 2, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.