გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2907
სათაური: covid-19 პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
ავტორები: მღებრიშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
დაწესებულება: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: covid - 19 პანდემია
ეკონომიკური კრიზისი
საკარანტინე ზომები
საქართველოს ეკონომიკა
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
დღევანდელობაში მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. covid - 19 პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვისაც მოულოდნელ გამოწვევად მოგვევლინა, მისი მასშტაბიც უახლესი ისტორიის განმავლობაში უპრეცენდენტოა.
მსოფლიოს ჯერ არ ჰქონია ასეთი გამოცდილება, რომ ეკონომიკური კრიზისი დაწყებული იყოს ვირუსის პრობლემებიდან გამომდინარე. ქამდე იყო ე.წ. ღორის გრიპის და ქათმის გრიპის გავრცელების გამოცდილება, თუმცა ის არ გადაზრდილა მსგავსი ტიპის კრიზისებში. აღსანიშნავია, რომ კორონა ვირუსის პანდემია დაიწყო ჩინეთში და მსოფლიო ფაბრიკად წოდებულმა ქვეყანამ დაიწყო საწარმოების დახურვა. შემდეგ იმის შიშით, რომ ვირუსი არ გავრცელდეს დასავლეთ ევროპაში, დაიწყეს გარკვეული ტიპის საკარანტინე ზომების გამოყენება, რამაც თავის მხრივ შეამცირა მოთხოვნა სამომხმარებლო პროდუქციაზე. იგივე განმეორდა აშშ-ში. მივიღეთ კრიზისი, რომელიც წარმოიშვა მიწოდების მხრიდან. ადრე კრიზისები წარმოიშვებოდა ხოლმე მოთხოვნის მხრიდან, ანუ მოთხოვნის სიმცირის გამო მცირდებოდა მიწოდება. ახლა მიწოდება აღარ ხდება, რამაც წარმოშვა კრიზისი.
წინამდებარე კვლევაში აღნიშნულია ფაქტები თუ როგორი გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ეკონომიკაზე, რა ღონისძიებები გატარდა პანდემიის შესაჩერებლად და ეკონომიკის ასაღორძინებლად. რამდენად მზად იყო ქვეყნის ეკონომიკური სისტემა სიახლეებისთვის და მითუმეტეს კრიზისისთვის. რა მნიშვნელოვანი და კონკრეტული თემები იქნა გამოყოფილი ხელისუფლების მხრიდან. პრობლემების უკეთესად წარმოჩენისთვის ნაშრომში შედარებულია ბოლო 8 წლის მონაცემები, კონკრეტულად რა უარყოფითი გავლენა ქონდა პანდემიას და რა კუთხით შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა. ამასთანავე, კვლევა ჩატარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლისა ეკონომიკისთვის, დასაქმების შესახებ.

Today the whole world is facing the biggest challenge. covid - 19 pandemics have been an unexpected challenge for the economy of all countries of the world, including Georgia, and its scale is unprecedented in recent history.
The world has not yet had such an experience that the economic crisis has started due to the problems of the virus. Until now, there was a so-called Experience with the spread of swine flu and chicken flu, however, has not evolved into similar types of crises. It is noteworthy that the Corona virus pandemic started in China and the country called the world factory started to close its enterprises. Then, fearing that the virus would spread to Western Europe, they began to use certain types of quarantine measures, which in turn reduced the demand for consumer products. The same thing happened in the US. We got a crisis that arose from the supply side. In the past, crises were often caused by demand, ie supply was reduced due to lack of demand. Delivery is no longer taking place, which has given rise to a crisis.
The present study discusses the facts about the impact of the pandemic on the Georgian economy, what measures were taken to stop the pandemic and revive the economy. How ready the country's economic system was for the news and especially for the crisis. What important and specific topics were allocated by the government. To better illustrate the problems, the paper compares data from the last 8 years, specifically what negative impact the pandemic had and in what ways these problems can be solved. In addition, research was conducted on one of the most important links for the economy, employment.
URI: https://openscience.ge/handle/1/2907
ჩანს კოლექციებში:ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino Mgebrishvili samagistro.pdfcovid-19 პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე618.43 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

570
checked on Jun 3, 2024

გადმოწერა

383
checked on Jun 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.