Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2841
Title: საინვესტიციო პროცესის თავისებურებები საქართველოში
Features of the investment process in Georgia
Authors: ხოხაშვილი, ნიკა 
Khokhashvili, N. 
Advisor: ლიპარტელიანი, ნინო 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Master of Public Administration
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Public administration
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: საინვესტიციო პროცესი
საქართველო
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
ჯანსაღი საინვესტიციო გარემო
მსხვილი საინვესტიციო ფონდები
Issue Date: 2021
Abstract: 
ჩვენ მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი საინვესტიციო პროცესის თავისებურებები საქართველოში შეეხება საინვესტიციო აქტივობის ზრდის ტენდენციებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიებს საქართველოში. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა ქართული ეკონომიკის საინვესტიციო პრიორიტეტები, საინვესტიციო აქტივობისა და მიმზიდველობის მაჩვენებელთა ერთობლიობა საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს საინვესტიციო საქმიანობის გაზრდა და ინვესტიციების დაფინანსების მექანიზმების სრულყოფა, ერთის მხრივ რესურსული პოტენციალის დეფიციტის პირობებში არსებობს ინვესტიციების დიდი საჭიროება, მეორეს მხრივ, კი არ ხდება ინვესტიციების უფრო ეფექტიანად გამოყენება, ინფლაციის ტემპის, ინვესტიციების და გენერირებული შემოსავლების სიდიდის, ნაკლებსიღრმისეული პროგნოზირების და ა.შ. მიზეზთა გამო. ჩატარებული კვლევის საგნია მსხილი საინვესტიციო პროექტების, რეგიონალური საინვესტიციო აქტივობის და სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის ანალიზი. კვლევის ობიექტია საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ ერთის მხრივ რესურსული პოტენციალის დეფიციტის პირობებში არსებობს ინვესტიციების დიდი საჭიროება, მეორეს მხრივ, კი არ ხდება ინვესტიციების უფრო ეფექტიანად გამოყენება, ინფლაციის ტემპის, ინვესტიციების და გენერირებული შემოსავლების სიდიდის, ნაკლებსიღრმისეული პროგნოზირების და ა.შ. მიზეზთა გამო. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ ქვეყანაში თვალნათელია საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტურობა, მაგრამ აუცილებელია რეგიონული ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრების საინვესტიციო მექანიზმების ჩამოყალიბება, საინვესტიციო პროცესების ფორმირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტების კვლევების შედეგების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.

Our research The specifics of the investment process in Georgia will be focused on the growth trends in investment activity, strategies for attracting foreign direct investment to Georgia. Our goal was to study the investment priorities of the Georgian economy, the combination of investment activity and attractiveness in Georgia. Therefore, I think the research topic is relevant for us. The purpose of the study is to show the need to increase government investment activity and improve mechanisms for financing investments, forecasting, etc. For reasons. The subject of the research is the analysis of large investment projects, regional investment activity and state investment policy. The object of the research is information posted on the official websites of the Ministry of Economy and Infrastructure of Georgia, the Ministry of Finance of Georgia, and the National Statistical Office of Georgia. The main result of our research is that, on the one hand, there is a great need for investment in the face of potential scarcity of resources, on the other hand, there is no more efficient use of investments, the level of inflation, investment and income generation, less in-depth forecasting, etc. reasons. The novelty of our research is the demonstration that the effectiveness of investment policy in the country is obvious, but it is necessary to create investment mechanisms to level regional economic development, to use the results of theoretical, methodological and practical aspects of investment processes in practice.
URI: https://openscience.ge/handle/1/2841
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nika KhoKhashvili Samagistro.pdfსაინვესტიციო პროცესის თავისებურებები საქართველოში1.12 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

109
checked on Jun 7, 2024

Download(s)

139
checked on Jun 7, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.