გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2831
სათაური: საწარმოთა ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიები აგრობიზნესში
Effective management strategies of enterprises in Agro-business
ავტორები: პავლიაშვილი, ნათია 
Pavliashvili, Natia 
ხელმძღვანელი: ჟოჟუაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სააქართველოს სასოფლო სამეურნეო პოტენციალი
აგრარული სექტორის შესაძლებლობები
ბიოლოგიური და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოება
აგრობიზნესის მსოფლიო სტანდარტები და საქართველო
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
საქართველოში მეურნეობის მართვის ცენტრალიზებულ-გეგმიური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და საკუთრების საფუძველზე მეურნეობების ფორმირება რთული პროცესი აღმოჩნდა. წარმოების დაცემის, ინფლაციის, სოციალური სიდუხჭირის ფონზე გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო, ეკონომისტები თუ სასოფლო სამეურნეო დარგის სპეციალისტები არ იყვნენ მზად საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.
აგროსამრეწველო დარგმა ნელი ნაბიჯებით დაიწყო თავის დამკვიდრება. ტერმინი აგრობიზნესიც თანდათანობით, შემოიჭრა ქვეყნის რეალობაში.
ნაშრომი სწორედ თანამედროვე აგროსექტორის შესაძლებლობების, გამოწვევების, პერსპექტივების განსაზღვრას ეფუძნება.
კვლევის საგანს წარმოადგენს აგრარულ სექტორში არსებული პრობლემები, მენეჯმენტის გამოწვევები, საექსპორტო პოტენციალი, სახელმწიფოს როლის დადგენა აგრბიზნესის განვითარებაში.
კვლევის ობიექტს წარმოადგენს აგრარული სექტორის შესაძლებლობები, ქართული პროდუქტის, როგორც ბრენდის პოტენციალი.
კვლევის მიზანი და ამოცანებია გავაანალიზოთ მენეჯმენტის როლი აგრობიზნესში, დავადგინოთ ქართველი მწარმოებლების, როგორც კონკურენტუნარიანი ფერმერული მეურნეობების მზაობა, შევაფასოთ გასაღების ბაზრების პოტენციალი.
მეცნიერულ სიახლეებში ასახულია საქართველოს აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების, გამოწვევების მნიშვნელოვანი ანალიზი და შედეგები, დასახულია პრობლემების გადაწყვეტის გზები და გაცემულია რეკომენდაციები ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიების დასანერგად, რომლებიც უნდა გახდნენ აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრის და წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველი.

The transition from a centralized-planned system of agricultural management to market economics and the formation of property-based agricultures in Georgia has demonstrated to be a complex process. On the background of production falling, inflation, social distress it became evident that state, economists or specialists of agricultural field were not prepared to perform their obligations within market economics.
The agro-industrial sector commenced to establish itself with its own funds and low steps. Gradually, the term “agro business” also was introduced in the reality of country.
The paper is based on determination of opportunities, challenges, perspective of contemporary agro sector.
The subject of research is to establish existing problems, management challenges, export potential in agro sector, function of state in development of agro business.
The object of research is the opportunities of agro sector, the potential of Georgian Product as the brand.
The objective of research is to analyze the role of management in agro business, to establish the readiness of Georgian manufacturers as the competitive farming production, to evaluate the potential of sales market.
The scientific news reflect the existing problems, relevant analysis and results of challenges in Georgian agro sector, outlines the ways to solve problems and issues recommendations on establishment of effective management strategies that should become an important basis for solving existing problems and advancing in the agro sector.
URI: https://openscience.ge/handle/1/2831
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Natia Pavliashvili Samagistro.pdfსაწარმოთა ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიები აგრობიზნესში1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

87
checked on Jun 6, 2024

გადმოწერა

233
checked on Jun 6, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.