Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2822
Title: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობა საქართველოში
Efficiency of activities of international financial institutions in Georgia
Authors: ნოზაძე, მარიამ 
Nozadze, M. 
Advisor: ლიპარტელიანი, ნინო 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: ბიზნეს ადმინისტრირება
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკა
საქართველოს და მსოფლიო ბანკის პარტნიორობა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქართული ეკონომიკა
Issue Date: 2020
Abstract: 
ჩვენს მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობა საქართველოში“ შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკას, პრიორიტეტებს და საქმიანობის ანალიზს საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დღემდე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობა საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ მრავალი წელია აკადემიურ, საექსპერტო და ბიზნეს წრეებში არ წყდება კამათი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განვითარებადი ქვეყნების მიმართ არსებული სტრატეგიისა და საქმიანობის შესახებ. სხვადასხვა ტიპის დისკუსიების დროს იკვეთება ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები. ჩატარებული კვლევის საგნია იმ პროექტების შესწავლა რომლებიც საქართველოში განხორციელდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით. კვლევის ობიექტია საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ თანამედროვე ბიზნეს გარემოში წარმოუდგენელია იყო წარმატებული საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, თუ შენი საქმიანობა ეფექტური არაა მიმღებ ქვეყანაში. ეს პროცესი კომპლექსურია და მოიცავს უმნიშვნელოვანეს ასპექტებს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობა საქართველოში უნდა განვსაზღვროთ ბიზნესპროდუქტიულობით, რაც არის კომპანიის უნარი, გამოიყენოს ხელმისაწვდომი რესურსები მოგების მომტანი პროდუქტების ან სერვისების შესამუშავებლად.

Our master's thesis "The Effectiveness of International Financial Institutions in Georgia" focuses on the policy, priorities and analysis of international financial institutions in Georgia. International financial institutions continue to contribute significantly to global economic prosperity. Our goal was to study the effectiveness of the activities of international financial institutions in Georgia. Therefore, I think the research topic is relevant for us. The purpose of the study is to show that for many years there have been discussions in academic, expert and business circles about the strategy and activities of international financial institutions in relation to developing countries. Different types of discussions often show very different views. The subject of the research is the study of projects implemented in Georgia with the support of international financial institutions. The object of the research is information posted on the official websites of the Ministry of Economy and Infrastructure of Georgia, the Ministry of Finance of Georgia, and the National Statistical Office of Georgia. The main result of our research is that in today's business environment, it is unthinkable to have a successful international financial institution if your business is ineffective in the host country. This process is complex and includes the most important aspects. The novelty of our study is the demonstration that the effectiveness of the activities of international financial and credit organizations in Georgia should be determined by business productivity, that is, the company's ability to use available resources to develop profitable products or services.
URI: https://openscience.ge/handle/1/2822
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
mariam Nozadze Samagistro.pdfსაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტურობა საქართველოში692.05 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

89
checked on May 31, 2024

Download(s)

336
checked on May 31, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.