Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2800
Title: პრეზუმფციები და მისი მნიშვნელობა მტკიცების პროცესში
Presumptions and their importance in the prosses of statement
Authors: ანესაშვილი, თამუნა 
Advisor: კვანტალიანი, ნუნუ 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: სამოქალაქო სამართალწარმოება
მტკიცების ცნება
პრეზუმფციები
Issue Date: 2020
Abstract: 
ნაშრომში განმარტებულია სასამართლო მტკიცების, როგორც საქმის მონაწილეთა დეტალურად მოწესრიგებული საქმიანობის ცნება; გაანალიზებულია მტკიცების არსი და მტკიცების, როგორც აზრობრივი, გონებრივი საქმიანობის მიზანი სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ასევე, ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად მომენტებზე, რომლებსაც მტკიცების არსის წვდომისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ნაშრომის ერთ-ერთი ქვეთავი ეხება მტკიცების საგანს, რისი დამტკიცება-დადასტურების მიზნითაც ხორციელდება მთლიანად მტკიცებითი საქმიანობა; იქვე გადმოცემულია მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრის პრაქტიკული მნიშვნელობა. ნაშრომში შედარებულია საქართველოსა და გერმანული სამოქალაქო საპროცესო სამართალი მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებთან დაკავშირებით.
ნაშრომის ერთ-ერთ ქვეთავში მოცემულია პრინციპის ზოგადი დახასიათება, მისი მნიშვნელობა და სახეები. ასევე, გაანალიზებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, როგორც მტკიცების ტვირთის განაწილების გარანტი.
ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეხება მტკიცებულებით პრეზუმფციებს. თავდაპირველად, მოცემულია პრეზუმფციების ზოგადი დახასიათება, შემდეგ სამოქალაქო პროცესში ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეზუმფციების სახეები. აქვე საუბარია პრეზუმფციების როლსა და მნიშვნელობაზე, განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს პრეზუმფციების მნიშვნელობასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ბოლოს კი, ნაშრომის დასკვნითი ნაწილი ეხება სანივთო და შრომითსამართლებრივ დავებში არსებულ პრეზუმფციებს და დასკვნას, რომელშიც ლოგიკური მსჯელობის შედეგად შეჯამებულია ნაშრომში განხილული საკითხები.

In this work is defined justical statement as a conseption of the partisipants circumstantinlly well-arranged occupation.
Here is relised the essance of statement and statement as a goal of intelectual work in the civil proceedings and also attention is focused on the basic moments, which are important for accessing essance of statement.
One of the subsection of this work is about the subjact of statement with the purpose of confirm is achieved the whole work of statement. There is also practical definition of the subjact of statement. In this work is compared Georgian and German civil procedural justice connecting with facts of statement subjact.
In one of the subsaction there is general description of principle it’s importance and forms.
Here is also defined principle of competitiveness as a garant of sharing the load of statement. The main part ia about effirmative presumptions.
First of all here is the general description of presumptions and their forms which are often used in civil process.
In this work is spoken about role and importance of presumptions and is discussed the practic of Georgian Supreme Court which emphasizes the importance of presumtions in the civil preceedings.
And the final part of this work is about presumptions and conclusions which are in arguments of in commodity and labour lows in which as a result of logical talk all subjacts discussed in this work are summarised.
URI: https://openscience.ge/handle/1/2800
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamuna Anesashvili Samagistro .pdfპრეზუმფციები და მისი მნიშვნელობა მტკიცების პროცესში1.35 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

118
checked on May 18, 2024

Download(s)

319
checked on May 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.