გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2798
სათაური: საჯარო მმართველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში
Implementing Public Administration in Local Self-Government Bodies
ავტორები: ელიკაშვილი, თამთა 
Elikashvili,T. 
ხელმძღვანელი: სალხინაშვილი, მაკა 
ხარისხის სახელი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Master of Public Administration
სასწავლო პროგრამის სახელი: საჯარო მმართველობა
Public administration
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საჯარო მმართველობა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
ნაშრომი, „საჯარო მმართველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“, შედგება შესავალის, სამი თავის, შვიდი პარაგრაფის და დასკვნისაგან.
პირველ თავში, საჯარო მმართველობის მნიშვნელობა, განხილულია საჯარო მართველობის არსი და რეფორმა საქართველოში, ასევე საჯარო მოხელის სამართლებრივი სტატუსი.
აღნიშნულია, რომ საჯარო მართვა არის ხელისუფლების რეალიზაციის პროცესი, რომელიც მხოლოდ მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიიღწევა. საქართველოში, ამ მიმართულებით რამდენიმე წელია რეფორმები მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი საჯარო მმართველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ნაშრომის მეორე თავში, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში, განხილულია ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების ისტორიული ექსკურსი და ადგილობრივი თვითმმართველობების გამოწვევები საქართველოში.
აღსანიშავია, რომ 2014 წელს მიღებულ იქნა ახალი ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ აღნიშნული ცვლილების ძირითადი და ამოსავალი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივ დონეზე პირდაპირი წესით მოხდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოთა წევრების არჩევა, რაც უნდა ითქვას, მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული და თვითმმართველობის განმტკიცებისა და გაძლიერების კუთხით.
ნაშრომის მესამე თავში, საჯარო მმართველობის განხორციელება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, განხილულია სომხეთის და აზერბაიჯანის მაგალითი.
აღნიშნულმა ქვეყნებმა, საქართველოსთან შედარებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მმართველობის განხორციელება რამდენიმე წლით ადრე დაიწყეს, გაატარეს ამ მიმართულებით რეფორმებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს მსგავსად ჯერ სომხეთში და აზერბაიჯანშიც ვერ მოხერხდა სრულყოფილი საჯარო მმართველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ნაშრომი სრულდება დასკვნით.

The paper, "Implementing Public Administration in Local Self-Government Bodies", consists of an introduction, three chapters, seven paragraphs and a conclusion.
The first chapter, the importance of public administration, discusses the essence of public administration and reform in Georgia, as well as public administration in the judiciary and the legal status of public servants.
It is noted that public administration is a process of realization of power, which can be achieved only through the implementation of purposeful policies. In Georgia, reforms in this direction have been underway for several years, but so far no comprehensive public administration has been implemented in local self-government bodies.
The second chapter of the paper, Local Self-Government Reform in Georgia, discusses the historical excursus of local self-government development and the challenges of local self-government in Georgia.
It should be noted that the new Organic Law on Local Self-Government was adopted in 2014. The main and starting principle of this change is that the members of the executive and legislative bodies were directly elected at the local level, which is a significant step forward in strengthening democracy and self-government. In terms of reinforcement.
The third chapter of the paper, Implementation of Public Governance and Local Self-Government Reforms in Georgia's Neighboring Countries, discusses the example of Armenia and Azerbaijan.
These countries started implementing public administration in local self-government bodies a few years earlier than Georgia, and carried out reforms in this area, however, it should be noted that, like Georgia, Armenia and Azerbaijan have not yet been able to implement comprehensive public administration in local self-government bodies.
The paper concludes.
URI: https://openscience.ge/handle/1/2798
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tamta Elikashvili Samagistro.pdfსაჯარო მმართველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში765.76 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

73
checked on May 22, 2024

გადმოწერა

125
checked on May 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.