გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2773
სათაური: ეთიკური პრობლემატიკა გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებაში
ავტორები: ბარათელი, ნანი 
ხელმძღვანელი: გელიტაშვილი, თამარ 
ხარისხის სახელი: ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ქართული ლიტერატურა
ქართველი მწერალი
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედება
ეროვნული მანკიერების პრობლემატიკა
ადამიანის დანიშნულების პრობლემატიკა
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია თანამედროვე ქართველი მწერლის, გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების ეთიკური პრობლემატიკის განხილვა და იმ სიახლეთა წარმოჩენა, რაც პროზაიკოსს სხვა ქართველ მწერალთაგან გამოარჩევს.
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედება იმ მხრივაც არის განსაკუთრებული, რომ მრავალმხრივი მიმართულებით ვითარდება, როგორებიცაა: სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები, მხატვრული თუ მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოებები. ჩვენს სამაგისტრო ნაშრომში აქცენტი მწერლის შემოქმედების ეთიკურ ნაწილზე გადავიტანეთ; ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც „მართლის თქმის“ პრინციპსა და ეროვნული მანკიერებების მხილებას, ასევე გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების იმ წამყვანსა და უმთავრეს მოტივს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომსა და შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების უმძიმეს ყოფას ასახავს.
ლიტერატურა საზოგადოებრივი ცხოვრების ერთგვარი სარკეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საზოგადოების ფორმირების საქმეში, რომლის შემდეგადაც სოციუმში იმატებს თვითშეგნებისა და ზნეობრიობის განცდა, ყალიბდება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზები და შესაძლებლობა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გიორგი სოსიაშვილი სწორედ ის მწერალია, რომელიც საკუთარი შემოქმედებით ერის სულში ჩაბუდებულ მანკიერებათა ამოფხვრა-ამოძირკვას ცდილობს.
გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების შესწავლა ეთიკური პრობლემატიკის თვალსაზრისით, ამ დრომდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი. ვფიქრობთ, ამ მხრივ, ჩვენი ნაშრომი ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს ქართულ სალიტერატურო სივრცეში. სწორედ ეს მისია გვარწმუნებს ჩვენ მიერ შერჩეული თემის აქატუალობასა და მნიშვნელობაში.

The aim of our master’s degree’s thesis is to discuss the ethical problems in the works of the contemporary writer George Sosiashvili and to demonstrate the innovations that makes the riter different from others.
George Sosiashvili’s creations are unique as they are developing in several ways: scientific works, monographs, fiction or non-fiction. In our thesis we are discussing the ethical part of the writer’s creations. We are also underlining the principle of “Saying the truth” and exposing the national fallaciousness. We are talking about the main motive of George Sosiashvili’s creations that is to describe the hard circumstances of those people who have had to live in boarder villages since the War of August 2008.
Literature is the mirror of the social life that plays an important role in the society’s social formation. Thanks to it self-consciousness and morality rises in the society and the ways of solving different problem are found. We can say that George Sosiashvili is the very writer who tries to find and uproot the fallacious things that are rooted in the nation with the help of his creations.
Studying ethnical problems in the creations of George Sosiashvili has not become the topic of research as yet. That’s why we think our thesis is a novelty in the sphere of Georgian Literature. That’s the mission that makes us believe in the importance and actuality of the topic chosen.
URI: https://openscience.ge/handle/1/2773
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nani Barateli Samagistro.pdfეთიკური პრობლემატიკა გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებაში427.81 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

83
checked on Jun 1, 2024

გადმოწერა

314
checked on Jun 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.