გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2771
სათაური: ერთიანი კავკასიის იდეა - გიორგი სოსიაშვილის რომანში ,,გოდების კედელი“
ავტორები: ეცადაშვილი, ანი 
Etsadashvili, A 
ხელმძღვანელი: ხორბალაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ქართული ლიტერატურა
კავკასიის ერთიანობა
რომანი და ისტორია
რომანი ,,გოდების კედელი”
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ნაშრომში, ,,ერთიანი კავკასიის იდეა - გიორგი სოსიაშვილის რომანში გოდების კედელი“, განხილულია თანამედროვე ქართველი მწერლის, გიორგი სოსიაშვილის რომანის ერთ-ერთი მთავარი ხაზი (კავკასიის ერთიანობა - როგორც ბუნებრივი მოცემულობა, მიუხედავად სახელმწიფოებრივი და ეთნიკური განსხვავებულობისა), რომანი სულ რაღაც წელიწადისა და რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ მალევე დაიწერა არაერთი რეცენზია ავტორიტეტულ მკვლევართა მიერ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს რომანი საფუძვლიანად და კომპლექსურად დღემდე არ ყოფილა შესწავლილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რომანი ორტომეულია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლიტერატურათმცოდნეთა მხრიდან, იგი შეფასდა დილოგიადაც და ტრილოგიადაც; ამასთან, ნაწარმოები არაერთ საინტერესო თემატიკას მოიცავს და აერთიანებს, ხოლო, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ რომანის კვლევა საკმაოდ ვრცელი სამუშაო იქნება და მისი კვლევის პერსპექტივების სრული ამოწურვა, რამდენიმე კვლევის ან, თუნდაც, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ამიტომ ჩვენი ნაშრომი კონცენტრირდება რომანის ერთ კონკრეტულ ასპექტზე, რაც მის ერთ-ერთ მთავარ იდეას უკავშირდება, კერძოდ, ავტორი, რომანში ქართულ-რუსული კონფლიქტის ფონზე გამოკვეთს და აშუქებს პრობლემის ფართოპლანიან რაკურსს - კავკასიელი ხალხის საერთო გამოწვევებს, პრობლემებს გადაჭრის გზების ძიებაში ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობასა და პარტნიორობის ფასეულობას.
ამდენად, ჩვენს კვლევას რამდენიმე მიზანი გააჩნია, ერთი, ეს არის გარკვეული წვლილის შეტანა მიმდინარე ლიტერატურული პროცესების კვლევის საკითხში - თანამედროვე ქართველი ავტორის, ყველაზე ვრცელი ნაწარმოების კომპლექსური კვლევის საშუალებით; მეორეა - თანამედროვე, ფართომაშტაბიანი გამოწვევების ლიტერატურული რეფლექსიის გამოკვეთა რომანის მაგალითზე, ისტორიული პერიპეტიების გათვალისწინებით; ხოლო მესამე მიზნად გვესახება - კონკრეტული იდეის (ერთიანი კავკასია) რომანისეული ანალიზი სხვა ისტორიულ და ლიტერატურულ ტექსტებთან პარალელეური კვლევის საშუალებით.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ კვლევისათვის შერჩეული საკითხი შესასწავლად არის ძალზედ საინტერესო, აქტუალური და ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლის შემცველი.

In the work, ,,the idea of a united Caucasus - in Giorgi Sosiashvili's novel a wall of mourning’’ discusses one of the main lines of a novel of the contemporary Georgian writer Giorgi Sosiashvili (Caucasus unity as a natural fact, despite state and ethnic differences), a novel has been published just a year and a few months ago, a number of reviews have been written about it soon by authoritative scholars, but it can be boldly said that this novel has not been thoroughly and comprehensively studied to date. In addition, it is noteworthy that the novel is two-volume and at various times by different literary critics, it has been evaluated as both a dialogue and a trilogy; However, the work covers and combines a number of interesting topics, and, taking into account all this, it becomes clear that the study of the novel will be quite extensive work and the complete exhaustion of its research perspectives, within a few studies or even a master’s thesis, is completely unthinkable. Therefore, our work focuses on one specific aspect of the novel, which is related to one of its main ideas, namely, in the background of the Georgian-Russian conflict, the author outlines and covers a broad perspective of the problem - the common challenges of the Caucasian people, the importance of considering each other's interests in finding solutions to problems and the value of partnership.
Thus, our research has several purposes, one of which is to make a certain contribution to the research of current literary processes - through a complex research of the most extensive work of the modern Georgian author; The second is to highlight the literary reflection of modern, large-scale challenges on the example of the novel, taking into account historical vicissitudes; And the third goal is the novel analysis of a specific idea (United Caucasus) through parallel research with other historical and literary texts.
Therefore, we believe that the subject we have chosen for the research is very interesting, topical and at the same time, containing important news.
URI: https://openscience.ge/handle/1/2771
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ani Etsadashvili Samagistro.pdfერთიანი კავკასიის იდეა - გიორგი სოსიაშვილის რომანში ,,გოდების კედელი“878.97 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

111
checked on May 22, 2024

გადმოწერა

181
checked on May 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.