Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2645
Title: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
Authors: ნაკაშიძე, ნინო 
Advisor: ბერიძე, ლია 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარება
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
COVID-19
Issue Date: 2021
Abstract: 
ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და განახლებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ნოვატორული პროდუქციის შექმნას, სარისკო საქმიანობის წამოწყებას და ძიებას შესაბამისი ბაზრისა სადაც შესთავაზებს მომხმარებელს სიახლეებს, შესაბამისად აღნიშნულის თანმდევი პროცესია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ღონისძიებების გატარება.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტების სოციალური პოზიციონირების საშუალებას, რაც კომპანიას უქმნის პროგრესული ორგანიზაციის იმიჯს და იმისთვის რომ ბიზნეს საქმიანობა იყოს წარმატებული და განვითარებადი და ამიტომ უნდა მოერგოს ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკას. წვლილი შეიტანოს სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში. ვინაიდან ბიზნეს საქმიანობა მორგებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და მიმდინარე ფაქტორებზე.
ეკონომიკის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება, ვინაიდან ბიზნეს სუბიექტები უმნიშვნელოვანეს სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთაც საკუთარი აგებულება აქვთ და სწორედ ამ მიზეზის გამო ეკონომიკის ერთ-ერთი საჭირბოროტო ამოცანაა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს განვითარებისა და ხელშეწყობის განხილვას და აგრეთვე სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული თემის აქტუალურობას კი განაპირობებს ის რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოს მდგრად განვითარებაზე და რადგან ქვეყანაში არის ცვლადი ბიზნეს გარემო და ასევე მიმდინარე პერიოდში თან დაერთო კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის დახასიათება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.

Business is the most important factor for the development and renewal of the country's economy, which in turn means creating innovative products, launching risky activities and searching for a relevant market where it will offer customers innovations, therefore the accompanying process is to take measures to increase business social responsibility.
Corporate social responsibility is a means of positioning the company socially, which gives the company the image of a progressive organization and for the business to be successful and developing and therefore must adapt to the country’s economy and policies. Contribute to the elimination of social problems. Because the business activity is adapted to the situation in the country and the current factors.
One of the problems of the economy is to increase the social responsibility of business, as business entities are the most important social group that has its own structure, and for this reason one of the most important tasks of the economy is to increase the social responsibility of business.
The paper discusses the development and promotion of the existing business environment in Georgia, as well as important issues related to raising social responsibility. The urgency of this topic is due to the fact that the development of corporate social responsibility has a positive impact on the sustainable development of Georgia and because the country has a changing business environment and the current impact of coronavirus (COVID-19), it is especially important to characterize the current situation and take the right steps.
URI: https://openscience.ge/handle/1/2645
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Nakashidze samagistro .pdfბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში746.47 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

164
checked on May 16, 2024

Download(s)

169
checked on May 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.