Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2644
Title: შრომის ანაზღაურება სააღრიცხვო სივრცეში
Authors: ზაქარიაძე, ნინო 
Advisor: ჩეჩელაშვილი, სონია 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: საბაზრო ურთიერთობების პირობები
ანაზღაურების ადგილი სააღრიცხვო სივრცეში
ბუღალტრული აღრიცხვა
სტატისტიკური აღრიცხვის წარმოშობა
შრომის ანაზღაურების სახეები
Issue Date: 2021
Abstract: 
ნაშრომში წარმოდგენილია შრომის ანაზღაურების ადგილი სააღრიცხვო სივრცეში, მისი არსის გაგების მნიშვნელობა თანამედროვე საბაზრო ურთიერთობების პირობებში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი პროდუქციის წარმოებისა და მომსახურეობის, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნად ეკონომიკური ზრდის ტემპების მიღწევის შესაძლებლობებს და უშუალოდ ძირითადი საფუძველია მოსახლეობის ცხოვრების დონის უზრუნველყოფისათვის. აგრეთვე, ახსნილია შრომის ანაზღაურების არსი პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების განხილვის ჭრილში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხაზგასმულია შრომის ანაზღაურების სახეების, ფორმების, გასამრჯელოების გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს შრომის მოტივაციას. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია შრომის ეკონომისტის ტერმინი ძირითადი ყურადღება გამახვილებულია მის როლზე. განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის მიდგომები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც განსაზღვრავს მის ადგილს სააღრიცხვო სივრცეში.
ნაშრომში ჩვენ ასევე გავეცნობით სხვადასხვა ბუღალტრების შეხედულებებს შრომის ანაზღაურებაზე, სააღიცხვო პოლიტიკაზე და მათ გამომწვევ ფაქტორებზე. ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ მის როლს შრომის ანაზღაურების დარიცხვაში, გავეცნობით სტანდარტებს, ანაზღაურების ფორმებს, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედების საზღვრები და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. ვიმსჯელებთ, რატომ ვირჩევთ ბუღალტრის პროფესიას, მის უმთავრეს როლს შრომის ანაზღაურების დარიცხვაში, ნაშრომის დასასრულს გაკეთებულია დასკვნები და რეკომენდაციები.

This paper presents the remuneration of labor in the accounting space, the importance of understanding its essence in the conditions of modern market relations, as one of the important economic levers in the production and service of products, the work that provides opportunities for economic growth and is the main basis for living standards. It also explains the essence of remuneration in terms of considering direct and indirect costs. It is important to emphasize the possibilities of using the types, forms of remuneration, remuneration in accordance with the labor legislation in force in Georgia, which provides labor motivation. Accounting approaches in accordance with international standards are defined, which determines its place in the accounting space. In this paper, we will also look at the views of various accountants on remuneration, accounting policies and their contributing factors. We will focus on its role in accrual of remuneration, learn about standards, forms of remuneration, which will allow us to see the scope of action of various private or public institutions and the factors that affect the standard of living of the population. In accrual, we consider the term labor economist. Conclusions and recommendations are made at the end of the paper.
URI: https://openscience.ge/handle/1/2644
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Zakariadze Samagistro.pdfშრომის ანაზღაურება სააღრიცხვო სივრცეში1.53 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

143
checked on May 17, 2024

Download(s)

1,542
checked on May 17, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.