Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2638
Title: სიტყვაწარმოების თავისებურება ტაო–კლარჯულ მეტყველებაში
Word Formation in Tao-Klarjetian Speech
Authors: რუსუდან, სურგულაძე 
Surguladze, Rusudan 
Advisor: ფუტკარაძე, ელზა 
Degree Name: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
Degree Discipline: ქართველური ენათმეცნიერება
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: ენათმეცნიერება
ტაო–კლარჯული მეტყველება
სიტყვაწარმოების თავისებურებები
დიალექტები
Issue Date: 2021
Abstract: 
სიტყვაწარმოება ენის საინტერესო და მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს, იგი ყველაზე მოქნილი და ცვალებადი ნაწილია ენისა.
დიალექტებს, სალიტერატურო ენის მსგავსად, დიდი შესაძლებლობები მოეპოვება ახალი სიტყვების წარმოშობისათვის. ასევეა ტაო–კლარჯული მეტყველებაც. ისიც სალიტერატურო ქართული ენის მსგავსი ხერხებისა და საშუალებების გარდა, ახალი სიტყვების წარმოებისა თუ წარმოქმნის დროს ავლენს თავისებურებებს, რაც საინტერესოა ქართული ენათმეცნიერებისათვის. სიტყვაწარმოების თავისებურებებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ ტაო–კლარჯულ მეტყველებაში მეტ–ნაკლებად შენარჩუნებულია ძველ ქართულ ენაში არსებული სიტყვაწარმოების წესები, ასევე, აფიქსები ზოგჯერ ფონეტიკური ცვლილებებით ან კიდევ შეცვლილი ფუნქციითაა წამოდგენილი. დასტურდება სალიტერატურო ქართულისაგან განსხვავებული წარმოება.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აქტუალურია სიტყვაწარმოების თავისებურებათა კვლევა ტაო–კლარჯულ მეტყველებაში. ტაო–კლარჯული მეტყველება, როგორც ვიცით, უცხოენოვან გარემოშია მოქცეული. ეს რეალობაც ტაო–კლარჯულ მეტყველებას სახასიათოს, საინტერესოსა და ზედროულს ხდის.
ვფიქრობთ, წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს აღნიშნული მეტყველების სრულყოფილად შესწავლას და გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის აღნიშნული დიალექტოლოგიური არეალის შესახებ.

Word formation is an interesting and important part of any language, it is the most flexible and changeable part of the language.
Dialects, like literary language, have great potential for the emergence of new words. The Tao-Klarjetian Speech is the same. In addition to similar methods and means of literary Georgian language, it also reveals peculiarities in the production or formation of new words, which is interesting for Georgian linguistics. Observations on the peculiarities of word building revealed that in Tao-Klarjetian type of speech the rules of word formation in the old Georgian language are more or less preserved, as well as affixes are sometimes presented with phonetic changes or even with the modified function. The word formation that differs from literary Georgian is confirmed.
URI: https://openscience.ge/handle/1/2638
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Rusudan Surguladze Samagistro.pdfსიტყვაწარმოების თავისებურება ტაო–კლარჯულ მეტყველებაში611.92 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

145
checked on May 3, 2024

Download(s)

280
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.