Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2518
Title: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის შედარებითი სამართლებრივი ანალიზი
Authors: ჩიტიძე, ირაკლი 
Advisor: ლობჟანიძე, გივი 
Degree Name: Master of Law in Criminal Law
სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში
Degree Discipline: სისხლის სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობა
შედარებით–სამართლებრივი ანალიზი
ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნების კანონმდებლობა
Issue Date: 2021
Publisher: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის შედარებით–სამართლებრივი ანალიზი. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ კონტექსტში, ეროვნულთან ერთად განხილულია ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა.
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობა ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია დანაშაულებრივ სივრცეში. ბევრი მექანიზმის გამოყენების მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის მიღწევა ამ დანაშაულის მიმართ მაინც სუსტად გამოიყურება. მოცემულ ნაშრომში ნაჩვენებია ის გზები, თუ რითი უნდა ებრძოლოს ჩვენი სახელმწიფო აღნიშნულ დანაშაულს. ორგანიზებული დანაშაულობის საქართველოში მატება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, რამდენიმე წლით უკან წარსულში დაბრუნებას. იმ წარსულში, რომლის გახსენებაც არავის სურს. როდესაც კორუფცია გაბატონებული იყო ასევე სამართალდამცავი ორგანოები ღირსეულად ვერ იცავდნენ მასზე დაკისრებულ
მოვალეობას,მეტიც დანაშულს თავადვე ჩადიოდნენ. ორგანიზებული დანაშაულობის ჩადენის რიცხვებმა მართლაც საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. დამნაშავეთა არარეგულირებადი შემოსავლების რიცხვი კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მილიონობით დოლარზე ადის. ყველაზე მეტად საშიში ის არის, რომ კონკრეტულ დამნაშავეთა ჯგუფები ჩადიან მცირე დანაშაულებს სახელმწიფოებში, თავდაპირველად ისინი თვალში არ ეჩხირებიან სამართალდამცავებს, ამ დროს შეისწავლიან სახელმწიფოს და ამის შემდგომ გადიან შემდეგ ნაბიჯებს. ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მსგავსი დანაშაულები. დანაშული მყისიერად უნდა იყვეს აღკვეთილი, რათა დამნაშვეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ შემდეგ მსხვერპლად ჩვენი ქვეყანა აირჩიონ. მოცემულ ნაშრომში მკაფიოდ ჩანს ის მიღწევები რაც საქართველომ გაატარა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი რამ დარჩა სწორედ ამის ჩვენება მსურს ამ ნაშრომით. ნაშრომში მოცემულია ორგანიზებული დანაშაულობის ის ასპექტები, რასაც ეს დანაშაული იწვევს. ნარკოტიკებით ვაჭრობა, კორუფცია, იარაღის გაყიდვა, ადამიანის ორგანოების გაყიდვა, ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც იწვევს ეს დანაშული. ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს ის მექანიზმები რომელიც ნაშრომშია მოცემული. ანუ ის სამართალდამცავი ორგანოების ხშირი
გადამზადება, საერთაშორისო მიღწევების გათვალისწინება და პერსონალის მუდმივი ტრენინგი, სკოლის აღსაზრდელებთან ხშირი კომუნიკაცია, რომ ისინი დაცული იყვნენ დანაშულში გარევისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი მუშაობით, საერთაშორისო ხელშეკრულებების მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინება დაგვიცავს დანაშულებრივი სამყაროსგან. ძლიერი სამართალდამცავი ძლიერი
ქვეყნის საწინდარია ამიტომ ყველაფერი უნდა გავიღოთ საზოგადოებამ და სახელმწიფომ. მხოლოდ სახელმწიფო საზოგადოების გარეშე ვერაფერ შექმნის. საზოგადოება უნდა დაეხმაროს მას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თავიდან აცილებული იქნება ეს დანაშაული ჩვენს სახელმწიფოში. ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.

This work discusses the comparative legal analysis of transnational organized crime. Therefore, in this context, the legislation and practice of European and common law countries are discussed together with the national one. Transnational organized crime is one of the gravest crimes. In the criminal world. Despite the use of many mechanisms The achievement of some countries towards this crime still looks weak. This paper shows the ways in which ours should be fought The state committed the crime. The increase in organized crime in Georgia means ours. The country, a few years back to the past. In the past of which Nobody wants to remember either. When corruption prevailed as well Law enforcement could not properly defend the charges against him Duty, moreover, they committed the crime themselves. The numbers of organized crime are really alarming Reached the mark. Even the number of unregulated incomes of offenders It often goes up to several million dollars. most of all Dangerous is that specific criminal groups commit minor crimes in the states, at first they do not catch the eye of law enforcement, this time They will study the state and then take the following steps. Therefore The state should not allow such crimes. Offense instantly
Should be prevented so that offenders are not given the opportunity to do so Then choose our country as a victim. This paper clearly shows the achievements that Georgia has made In the fight against crime. But there is still much to be done That is exactly what I want to show in this paper. The paper presents the aspects of organized crime that It causes crime. Drugs trade, corruption, arms sales, Selling human organs, this is the short list that leads to it Crime. Therefore, the mechanisms that Given in the paper. That is, it is frequent in law enforcement agencies Retraining, taking into account international achievements and staffing Constant training, frequent communication with schoolchildren that they They were protected from crime. Ministry of Internal Affairs and others By joint work of law enforcement agencies, international
Follow the instructions and recommendations of the contracts Will protect us from the criminal world. Strong law enforcement strong It is a prerequisite for the country so we have to take everything from society and The state. Without a state society alone it can create nothing. The community should help him. With all of this in mind from the beginning This crime will be avoided in our state. The paper includes an annotation, table of contents, introduction, main topic (divided into chapters and subsections), conclusion and a list of used literature.
URI: https://openscience.ge/handle/1/2518
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Irakli Chitidze Samagistro.pdfტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის შედარებითი სამართლებრივი ანალიზი1.01 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

192
checked on May 4, 2024

Download(s)

1,074
checked on May 4, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.