Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2485
Title: გენდერული სტერეოტიპების ენობრივი გამოხატულება ევროპულ და ქართულ ზღაპრებში
Authors: თოთიბაძე, სოფიო 
Advisor: რუსუდან დოლიძე 
Degree Name: PhD in Philology
ფილოლოგიის დოქტორი
Degree Discipline: ფილოლოგია / Philology (ინგლისური ფილოლოგია)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ზღაპარი, როგორც სოციოლინგვისტური ფენომენი
ევროპული და ქართული ზღაპრები
გენდერული სტერეოტიპების ენობრივი და სოციალური გამოვლინებებები
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The fairy tale which is considered as a sociolinguistic phenomenon reflects the gender
stereotypes established in a particular society. Besides, the fairy tale is one of the first sources
formulating stereotypical expectations and superstitions concerning gender roles.
This dissertation discusses the linguistic and social manifestations of gender stereotypes in
European and Georgian fairy tales and their impact on the formation of the gender worldview of
both young and older readers. The results of the study confirm that the stories in question reveal
stereotypical attitudes towards female characters, which is mostly manifested in a woman being
associated with family space, suppressing her voice and reducing the cognitive abilities of a
woman at the expense of foregrounding her external beauty. Gender stereotypes established in
society are also revealed in the gendered linguistic choices employed by the author while unfolding
the narrative. In particular, in this regard, the study of the material based on the classification
provided by Halliday (1985, 2014) revealed that in European and Georgian fairy tales women are
characterised by passive and negative cognitive process verbs, unlike male characters whose
physical or psychological portraits are described through active verbs. It should also be noted
that in the language of fairy tales, the stylistic means emerging in the narrative are also gendermarked.
It is also interesting to study the specifics of the expression of emotions in fairy tales,
which shows that a young reader has unhealthy expectations from an early age regarding the
general distribution of gender roles in society, standards of external and internal beauty and finally,
expressing emotions.
Experiments described in the second part of the dissertation show how stereotypically biased
cultures or age groups within them are regarding gender roles.
The dissertation confirms the idea (Burton, 1982) that linguistic (or, in this case, sociolinguistic
and stylistic) analysis is one way of perceiving language and the construction of "reality"
built in the language.
Because the fairy tale plays one of the most significant roles in the development of the
child, it is advisable to provide young readers with modern, more politically correct tales, in
which, unlike traditional forms, the gender roles of women and men are modified and presented
from a more progressive point of view.

ზღაპარი, როგორც სოციოლინგვისტური ფენომენი, ასახავს და საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ კონკრეტულ სოციუმში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს. ამასთან ერთად, ზღაპარი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ წყაროს, რომელიც ბავშვს ქალისა და მამაკაცის როლებისადმი სტერეოტიპულ მოლოდინებსა და ცრურწმენებს უყალიბებს.
სადისერტაციო ნაშრომში განხილულია ევროპულ და ქართულ ზღაპრებში გამოკვეთილი გენდერული სტერეოტიპების ენობრივი და სოციალური გამოვლინებებები და მათი გავლენა როგორც პატარა, ისე ზრდასრული მკითხველის გენდერული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. კვლევის შედეგები ადასტურებენ, რომ განხილულ ზღაპრებში მართლაც ჩანს ქალი პერსონაჟებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ქალის უპირატესად საოჯახო სივრცესთან ასოცირებით, მისი ინდივიდუალური და სოციალური ხმის ჩახშობით გარეგნული სილამაზის წინწამოწევის ხარჯზე, ქალის კოგნიტიური შესაძლებლობების დაკნინებით.
გენდერული სტერეოტიპები და საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული როლების გადანაწილების სპეციფიკა ზღაპრის ავტორის მიერ თხრობის დროს გამოყენებულ, გენდერულად მარკირებულ ლინგვისტურ არჩევანშიც ვლინდება. კერძოდ, ამ თვალსაზრისით, მასალის კვლევამ ჰალიდეის (1985, 2014) მიერ მოწოდებული კლასიფიკაციაზე დაყრდნობით გამოავლინა, რომ ევროპულ და
ქართულ ზღაპრებში ქალი პასიური, მწირი ან უარყოფითი გონებრივი შესაძლებლობის აღმნიშვნელი კოგნიტიური პროცესის ზმნებით არიან დახასიათებული, განსხვავებით მამაკაცი პერსონაჟებისგან, რომელთა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პორტრეტები აქტიური მოქმედების აღმნიშვნელი ზმნებითა და დადებითი კონოტაციის ლექსიკის გამოყენებით იხატება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზღაპრის ენაში, ნარატივის გაშლის დროს გამოხატული სტილისტური ხერხებიც გენდერულად არის მარკირებული. საინტერესოა, ასევე, ზღაპრებში ემოციის გამოხატვის სპეციფიკის კვლევაც, რომელიც ცხადყოფს, რომ პატარა მკითხველს ადრეული ასაკიდანვე ექმნება არაჯანსაღი მოლოდინი როგორც, ზოგადად, გენდერული როლების საზოგადოებაში გადანაწილებასთან დაკავშირებით, ასევე, გარეგნული და შინაგანის სილამაზის სტანდარტებისა თუ ემოციების შებოჭვა-გამოხატვის თვალსაზრისითაც.
დისერტაციის მეორე ნაწილში აღწერილი ექსპერიმენტით გამოვლენილია, თუ რამდენად სტერეოტიპულად აზროვნებენ სხვადასხვა კულტურისა თუ ასაკის ცდისპირები გენდერულ როლებთან დაკავშირებით. დისერტაცია ადასტურებს აზრს (ბურტონი, 1982), რომლის მიხედვითაც ლინგვისტური (ჩვენს შემთხვევაში, სოციოლინგვისტური და სტილისტური) ანალიზი გვევლინება ენის საშუალებით და ენაში აგებული ,,რეალობის” აღქმის ერთ-ერთ გზად.
რადგანაც ზღაპარი ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, აუცილებელია მკითხველისათვის თანამედროვე, პოლიტიკურად კორექტული ზღაპრების მიწოდება, რომელშიც, ტრადიციული ფორმებისაგან განსხვავებით, მოდიფიცირებული და პროგრესულად დანახულია ქალისა და მამაკაცის გენდერული როლები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2485
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Sopio Titibadze Disertatsia.pdfგენდერული სტერეოტიპების ენობრივი გამოხატულება ევროპულ და ქართულ ზღაპრებში4.39 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

237
checked on May 17, 2024

Download(s)

279
checked on May 17, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.