Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/247
Title: Locally Advanced Rectal Cancer Neoadjuvant Treatment Modalities
სწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს ნეოადიუვანტური მკურნალობის მეთოდების შემუშავება
Authors: Jankarashvili, Natalia 
ჯანყარაშვილი, ნატალია 
Advisor: კახაძე, სოფიო 
Degree Name: Ph.D in Medicine
მედიცინის დოქტორი
Degree Discipline: კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
2
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
Keywords: Neoadjuvant
Chemoradiotherapy
SIB-VMAT
Rectum
Adenocarcinoma
მედიცინა
ნეოადიუვანტური
ქიმიო-სხივური
სწორი ნაწლავი
ადენოკარცინომა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Rectal cancer constitutes an important part of oncological diseases among patients and quite often becomes the cause of death. In our country from 2008 to 2017, the incidence of this disease has been increasing, according to the data of 2017, it is the fifth place in women, while in fourth place men. During this period methods of treatment were also gradually improved, and the better disease-related survival is associated with the introduction of multi-modal approach. However, the main problem remains that in most cases rectal cancer is diagnosed when it’s locally advanced and the treatment is relatively complicated and problematic. At present treatment of LARC consists of several steps: preoperative chemoradiotheray, radical transabdominal surgery and postoperative chemotherapy. Although such multi-modal approach reduced the local recurrence data, the issue remains problematic. Higher doses than 50.4 Gy would cause local recurrence decrease, but such kind of treatment is related to acute high-grade toxicity, increased morbidity and worsened quality of life. All this is possible with neoadjuvant volumetric modulated arc radiotherapy with simultaneous integrated boost technique, but in the review of literary sources, it has been revealed that there is no clear data about the efficacy of this technique.

სწორი ნაწლავის კიბოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ონკოლოგიურ პათოლოგიათა შორის და საკმაოდ ხშირად ხდება პაციენტთა სიკვდილიანობის მიზეზი. ჩვენს ქვეყანაში 2008 წლიდან 2017 წლამდე აღინიშნება ამ დაავადების სიხშირის მატების ტენდენცია, ასევე 2017 წლის მონაცემებით იგი მეხუთე ადგილზეა ქალებში, ხოლო მეოთხე ადგილზე-მამაკაცებში. ამ პერიოდის განმავლობაში თანდათან იხვეწება მკურნალობის მეთოდებიც და დაავადების უკეთესი გამოსავალი დაკავშირებულია მულტიმოდალური მიდგომის დანერგვასთან. თუმცა მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ დაავადების დიაგნოსტირება ხშირ შემთხვევაში ხდება მაშინ, როდესაც იგი ადგილობრივად გავრცელებულია და შესაბამისად მკურნალობაც შედარებით რთული და პრობლემატურია. სწორი ნაწლავის კიბოს ადრეული სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში ხშირად მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით და საკმაოდ მაღალია გამოჯანმრთელების ალბათობა, რასაც ვერ ვიტყვით სწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს შემთხვევაში. ამ დროს რადიკალური ქირურგიული მკურნალობა არის საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადების ადგილობრივი რეციდივი, ამიტომ საჭიროა კომბინირებული მკურნალობის ჩატარება, რაც მოიცავს პრეოპერაციულ ქიმიო-სხივურ თერაპიას, რადიკალურ ქირურგიულ ჩარევას და პოსტოპერაციულ ქიმიოთერაპიას. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ასეთი კომპლექსური მკურნალობის ფონზე შემცირდა ადგილობრივი რეციდივის მონაცემები, აღნიშნული საკითხი მაინც აქტუალურ პრობლემად რჩება. ადგილობრივი რეციდივის მაჩვენებლების შემცირება და საერთო გადარჩენადობის გაზრდა ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს სწორი ნაწლავის დასხივება სტანდარტად მიღებულ-50.4 გრეიზე უფრო მაღალი დოზებით, თუმცა ასეთი რადიკალური მიდგომა ასოცირებულია მწვავედ გამოხატულ გართულებებთან, რაც პაციენტების ავადობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუარესების მიზეზი ხდება. ამის გამო საჭირო გახდა ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ დოზა უშუალოდ სიმსივნურ ქსოვილზე და მაქსიმალურად დავიცვათ ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ორგანოები. ყოველივე ამის განხორციელება კი შესაძლებელია მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური სხივური თერაპიის და სიმულტანურად ინტეგრირებული ბუსტის გამოყენებით. ლიტერატურული წყაროების მიმოხილვისას გამოვლინდა, რომ დღემდე სრულყოფილი, მკაფიოდ დასაბუთებული მონაცემები არაა აღნიშნული მეთოდის უპირატესობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება უკეთეს ონკოლოგიურ გამოსავალში იდენტური ტოქსიურობის ფონზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/247
Appears in Collections:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ნატალია ჯანყარაშვილი დისერტაცია PDF.pdfსწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს ნეოადიუვანტური მკურნალობის მეთოდების შემუშავება1.2 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

192
checked on Apr 26, 2024

Download(s)

5,020
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.