გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2411
სათაური: სოფლის ტურიზმის რესურსული პოტენციალის გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებები რაჭაში
ავტორები: ვაწაძე, ინეზა 
ხელმძღვანელი: კაციტაძე, ნანა 
ხარისხის სახელი: PhD in Tourism
ტურიზმის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი (Tourism and Hospitality Management)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სოფლის ტურიზმი
რაჭა
რესურსული პოტენციალი
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The dissertation thesis concerns one of the most developing and promising trends of the
modern tourism industry - exploring the resource potential of rural tourism and identifying
priority directions for its use in Racha. It includes: title, content, annotation, introduction,
main article (3 to 9 paragraphs), conclusion, used literature and appendices.
The first chapter discusses the conceptual issues of rural tourism, in particular the modern
approach to the concept of rural tourism, the types and models of rural tourism, as well as
theories and socio-economic conditions of origin and development of rural tourism. The
second chapter is dedicated to the study of resources in Racha in order to assess the current
state of affairs. Based on the foreign experience of rural tourism and the study of Racha
resources, it is established that different types of rural tourism can be developed in Racha. The
third chapter focuses on the current state of rural tourism development in Racha, outlines the
challenges facing rural tourism and ways of overcoming them, identifying priority areas for
rural tourism in Racha.
Thesis doctoral student while covering the key issues of the research, was led by the concept
according to which rural tourism is considered to be the alternative means of development of
agricultural and mountainous regions and includes the development of socio-economic
conditions of agricultural and mountainous regions through the prosperity of the population,
rational use of the natural and cultural heritage, environmentally friendly tourism products,
rural support to entrepreneurship, tourism activities and local community involvement in this
activity and through the creation of partnerships between the participants.

სადისერტაციო ნაშრომი ეხება თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის ერთერთი ყველაზე განვითარებადი და პერსპექტიული მიმართულების - სოფლის
ტურიზმის რესურსული პოტენციალის გამოკვლევას და ამის საფუძველზე მისი
გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენას რაჭაში. იგი მოიცავს :
სატიტულო გვერდს, შინაარსს, აბსტრაქტს (ქართულ და ინგლისურ ენაზე), შესავალს,
ძირითად ნაწილს (3 თავს 9 პარაგრაფით), დასკვნას, გამოყენებული წყაროების და
ლიტერატურის სიას და დანართებს.
პირველ თავში განხილულია სოფლის ტურიზმის კონცეფტუალური
საკითხები, კერძოდ სოფლის ტურიზმის ცნებისადმი თანამედროვე მიდგომები,
დახასიათებულია სოფლის ტურიზმის სახეები და მოდელები, ასევე სოფლის
ტურიზმის წარმოშობის და განვითარების თეორიები და სოციალურ-ეკონომიკური
პირობები. მეორე თავი ეძღვნება რაჭის ტურისტული რესურსების კვლევას და მათი
გამოყენების არსებული მდგომარეობის შეფასებას. სოფლის ტურიზმის უცხოური
გამოცდილების და რაჭის რესურსების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ
რაჭაში შეიძლება განვითარდეს სოფლის ტურიზმის სხვადასხვა სახეები. ნაშრომის
მესამე თავში ყურადღება გამახვილებულია რაჭაში სოფლის ტურიზმის განვითარების
არსებულ მდგომარეობაზე, ჩამოყალიბებულია სოფლის ტურიზმის წინაშე მდგომი
გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, გამოვლენილია რაჭის სოფლის ტურიზმის
პრიორიტეტული მიმართულებები.
დისერტაციის საკვანძო საკითხების გაშუქების დროს დოქტორანტი
ხელმძღვანელობდა კონცეფციით, რომლის მიხედვით სოფლის ტურიზმი მიჩნეულია
სასოფლო-სამეურნეო და მთიანი რეგიონების განვითარების ალტერნატულ
საშუალებად და გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო და მთიანი რეგიონის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოსახლეობის კეთილდღეობის
ამაღლების, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რაციონალური
გამოყენების, ეკოლოგიურად სუფთა ტურისტული პროდუქტების წარმოების,
სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერის, ტურისტულ საქმიანობაში ადგილობრივი თემის
ჩართულობის და ამ საქმიანობაში მონაწილე სუბიექტთა პარტნიორული
ურთიერთობის ჩამოყალიბების გზით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2411
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sadoktoro Vatsadze.pdfსოფლის ტურიზმის რესურსული პოტენციალის გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებები რაჭაში2.44 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

121
checked on May 23, 2024

გადმოწერა

438
checked on May 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.