Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2393
Title: კულტურული დისტანციის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე
Authors: ჩახუნაშვილი, ინგა 
Advisor: სიხარულიძე, დავით 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: კულტურული დისტანცია
საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
მოცემულ ნაშრომში გაანალიზებულია „კუტურული დისტანციის“ გავლენა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე. კულტურული დისტანციის შეფასება დამყარებულია იმ შედეგებზე, რომლებიც განავითარა სოციალურმა ფსიქოლოგმა გერტ ჰოფსტედმა, რომელიც ასახავს ქვეყნის ძალაუფლებასა და უთანასწორობას, ინდივიდისა და ჯგუფის ურთიერთობას, მამაკაცებისა და ქალების მოსალოდნელ ემოციურ და სოციალურ როლს, ცხოვრებაში წამოჭრილ განუსაზღვრელობებთან გამკლავების გზებს და მომავალთან, წარსულთან და აწმყოსთან დამოკიდებულებას.
ნაშრომში ჰოფსტედის პარამეტრებთან ერთად გაანალიზებულია პროექტ GLOBE-ს 9 მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც იკვლევს კულტურულ ფასეულობებსა და პრაქტიკას მრავალფეროვან საზოგადოებებში.
ეს ნაშრომი შეისწავლის სავაჭრო ურთიერთობებს 60 ქვეყანას შორის, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ურთიერთობებზე კულტურის ატრიბუტებს, როგორიცაა ინსტიტუტების, გეოგრაფიული საზღვრების, ენის თუ სხვა კულტურული მახასიათებლების მსგავსება.
ნაშრომში გაანალიზებულია პარამეტრები, რომელიც გვიჩვენებს განსხვავებებს ფასეულობებში, პრიორიტეტებში და აღქმებში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ურთიერთგაგებას და ნდობას, რომელიც წარმოადგენს წარმატებული ვაჭრობის საფუძველს.
ნაშრომში წარმოდგენილია „კულტურულ დისტანცია“ როგორც საზომი, რომელმაც ერთი ქვეყნის საერთო ნორმები და ფასეულობები უნდა განასხვაოს მეორე ქვეყნისგან და გამოიყენოს გრავიტაციის სპეციფიკაცია იმისათვის, რომ შევისწავლოთ ახდენს თუ არა გავლენას ასეთი კულტურული განსხვავებები სავაჭრო ნაკადების მოცულობაზე.

This paper analyzes the impact of "cultural distance" on international trade relations. The assessment of cultural distance is based on the results developed by social psychologist Geert Hofstede, which reflects the power and inequality of the country, the relationship between the individual and the group, the expected emotional and social role of men and women, the ways to deal with the uncertainties and the attitudes towards the future, past and present.
The paper analyzes 9 important dimensions of the GLOBE project along with Hofstede parameters, which explores cultural values and practices in diverse societies.
This paper examines trade relations between 60 countries, and how cultural attributes such as institutions, geographical boundaries, language, or other cultural characteristics may influence these relations.
The paper analyzes the parameters that show the differences in values, perceptions and priorities, that may impede trust and mutual understanding, which is the basis of a successful trade.
The paper presents "cultural distance" as a measure, which should distinguish the common values and norms of one country from another, and use the gravity model to examine whether such cultural differences affect the volume of trade flows.
URI: https://openscience.ge/handle/1/2393
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Inga Chakhunashvili Samagistro.pdfნაშრომი შესრულებულია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად1.17 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

66
checked on May 17, 2024

Download(s)

268
checked on May 17, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.