გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2258
სათაური: ნიკოლოზ ბერძნიშვილი, ჟურნალ „ცისკრის“ პირველი შემფასებელი, ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი
ავტორები: თეონა, მახარაძე 
ხელმძღვანელი: ბახტაძე, გურამ 
ხარისხის სახელი: Master of Humanitarian Science
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ფილოლოგია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ნიკოლოზ ბერძნიშვილი ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი
ქართული პრესის ისტორიისათვის
„საქართველოს გაზეთი“
„ტფილისის უწყებანი“
„სალიტერატურონი ნაწილნი ტბილისის უწყებათანი“
„კავკასიის მხარეთა უწყებანი“
„კავკაზი“
ჟურნალი „ცისკარი“
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
The articles of Nikoloz Berdznishvili, 19th century historian, ethnographer and one of the first representative of Georgian realistic literary criticism, contain a plentiful issues about literary studies. In his letters we often find the names and surnames of the European writers, which clearly shows author's standpoint and literary thinking abilities of the 19th century readers.
Nikoloz Berdznishvili talks about the purpose and importance of the print media. His publications in the newspaper „Кавказ“ where he evaluates the articles published in "Tsiskari" are especially interesting. His viewpoints are key concepts to determine and evaluate critical thinking of the 19th century Georgian society.
Nikoloz Berdznishvili belongs to the first generation, who founded Georgian literary studies (along with other employees of the magazine „Tsiskari“). He drew parallels of native and European literary texts and gave us some remarks, advices and recommendations. With the magazines "Tsisakri" and "Kavkaz" he discussed Georgian language in the context of world literature. The master's thesis is dedicated to the literary-critical activity of this excellent Georgian scientist.

XIX საუკუნის ისტორიკოსის, ეთნოგრაფის, ქართული რეალისტური სალიტერატურო კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენლის, ნიკოლოზ ბერძნიშვილის სტატიები უხვად შეიცავს ლიტერატურისმცოდნეობის საკითხებს. მის წერილებში ხშირად ვაწყდებით ევროპელი მწერლების სახელებსა და გვარებს, რაც მკაფიოდ ცხადყოფს, როგორც საკუთრივ ავტორის მსოფლმხედველობას, ასევე იმდროინდელი მკითხველის ლიტერატურული აზროვნების შესაძლებლობებს.
ნიკოლოზ ბერძნიშვილი ბევრს საუბრობს პრესის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მისი პუბლიკაციები გაზეთ კავკაზში, რომელშიც იგი „ცისკარში“ გამოქვეყნებულ სტატიებს აფასებს. ეპოქის კრიტიკული აზრის შეფასებისთვის მისი ნააზრევი გარკვეულ „ბარომეტრს“ წარმოადგენს.
ნიკოლოზ ბერძნიშვილი ეკუთვნის პირველ თაობას, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა ქართულ ლიტერატურისმცოდნეობას (ჟურნალ „ცისკრის“ სხვა თანამშრომლებთან ერთად). მან პარალელები გაავლო მშობლიურ და ევროპულ ლიტერატურულ ტექსტებს შორის, მოგვცა გარკვეული შენიშვნები, რჩევები და რეკომენდაციები. ჟურნალ „ცისკრისა“ და „კავკაზის“ საშუალებით მან ქართული სიტყვიერება მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში განიხილა. სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება ამ შესანიშნავი ქართველი მეცნიერის ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2258
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Teona Makharadze samagistro.pdfნიკოლოზ ბერძნიშვილი, ჟურნალ „ცისკრის“ პირველი შემფასებელი, ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი987.27 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

169
checked on May 19, 2024

გადმოწერა

521
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.