Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2215
Title: პრევენციული ღონისძიებები შემსრულებლის პირადი უფლებების დასაცავად ინტერნეტსივრცეში
Authors: კურლიგინი, ნინო 
Keywords: პირადი უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში;ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა;შემსრულებლის უფლებები;სახელის უფლება
Issue Date: 2020
Abstract: 
ნაშრომი ეხება შემსრულებლის პირადი უფლებების დაცვას ინტერნეტსივრცეში და მასთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებს. განხილულია შემსრულებლის პირადი უფლებები, მათი დაცვა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით, ასევე ევროპული კავშირის შესაბამისი დირექტივები. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია შემსრულებლის კონკრეტულ უფლებებზე და მათი დარღვევის ფაქტებზე, ასევე კანონმდებლობის მიმართებაზე ამ დარღვევებთან.
ნაშრომის მიზანია შემსრულებლის პირადი უფლებების დაცვის საშუალებების ეფექტიანობის განხილვა, ინტერნეტსივრცეში დარღვეული უფლებების გამოკვეთა, რეკომენდაციების გაცემა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ნაშრომის შემუშავებისას გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები და განხილულია როგორც პირველადი, ისე მეორადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. ნაჩვენებია თემის პრობლემურობა და აქტუალურობა, რაც დასტურდება იმითაც, რომ ჯერ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს ინტერნეტსივრცეს და რომლითაც დაცულია შემსრულებლის უფლებები ციფრულ სამყაროში.
როდესაც გაჩნდა ხმის ჩამწერი ტექნოლოგიები, სამართლებრივი დაცვის გარეშე აღმოჩნდნენ შემსრულებლები, რამაც განაპირობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შემსრულებლის უფლებების დაცვის მიზნით (ბერნის კონვენცია და რომის კონვენცია- „შემსრულებლების, ფონოგრამის დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების დაცვის შესახებ“). მიუხედავად აღნიშნულისა, დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება შემსრულებლის პირადი უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში. თანამედროვე სამყაროში ინტერნეტსივრცე გახდა ყველასათვის ხელმისაწვდომი, რამაც განაპირობა ის, რომ ვერ ხდება შემსრულებლის უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში, რადგანაც დიდია ეს სივრცე და თითქმის შეუძლებელიც კია, აკონტროლო, სად ვრცელდება, ან მახინჯდება შესრულება და ა.შ. შესაბამისად, აუცილებელია, მოცემული საკითხი, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, დადგეს დღის წესრიგში.
პრობლემის აქტუალობა გვაჩვენებს, რომ შემსრულებლის პირადი უფლებების დაცვაზე ინტერნეტსივრცეში საჭიროა ფიქრი და მსჯელობა. რეკომენდაციის სახით ნაშრომში წარმოდგენილია პრობლემის მოგვარების გზები, რომლის შემდეგაც შესაძლებელია გარკვეულწილად დაცული იყოს შემსრულებლის უფლებები ინტერნეტსივრცეში. ნაშრომი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად კანონმდებლობის არსებობისა, უამრავი საქმეა სასამართლოში, რომელიც ეხება საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებს, შესაბამისად, აუცილებელია იმაზე ფიქრი, თუ კონკრეტულად როგორ დავიცვათ - ამ შემთხვევაში - შემსრულებლის პირადი უფლებები ინტერნეტსივრცეში, რაც საკმაოდ პრობლემურია და ნათლად ჩანს მოცემულ ნაშრომშიც. ნაშრომის ძირითადი მიზანია პრობლემის ნათლად წარმოჩენა და მისი მოგვარების გზების დასახვა.

The paper deals with the protection of the personal rights of the performer in the Internet, as well as preventive measures connected to it. The personal rights of the performer, their protection under national and international law, as well as appropriate EU directives are discussed. The study focuses on the specific rights of the performer and the facts of their violation, as well as the relationship of the legislation with these violations.
The aim of the paper is to review the effectiveness of the means of protecting the rights of the performer, to identify the rights violated in the Internet space, to make recommendations on this issue. Qualitative research methods are used in the development of the paper and the information obtained from both primary and secondary sources is discussed. The problematic and topicality of the issue is shown, which is also confirmed by the fact that there is no legislation that regulates the Internet space and which protects the rights of the performer in the digital world.
With the advent of sound recording technologies, performers found themselves without legal protection, which led to effective steps to protect the rights of performers (the Berne Convention and the Rome Convention on the Protection of Performers, Phonogram Producers and Broadcasting Organizations), the International Convention for the Protection of Performers, Producers of Phonograms and Broadcasting Organizations was signed - the Rome Convention, which protected the rights of performers but was quite problematic in protecting the rights of performers in the Internet. The modern world has made the Internet accessible to all, which means that the rights of the performer can not be protected in the Internet space, because this space is large and it is almost impossible to control where the performance is spread or distorted, etc.
This actual character of the problem shows that the protection of the rights of the performer in the Internet requires thinking and reasoning. As a recommendation, ways to solve the problem are discussed, after which it is possible to protect the personal rights of the performer to some extent in the Internet. The paper shows that despite the existence of legislation, there are numerous cases in the court dealing with copyright infringement, so it is necessary to think about how to specifically protect - in this case - the rights of the performer in the Internet, which is quite problematic and clearly seen in this paper. The main purpose of the paper is to present the problem clearly and to achieve its solution.
URI: https://openscience.ge/handle/1/2215
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Kurligini.pdfპრევენციული ღონისძიებები შემსრულებლის პირადი უფლებების დასაცავად ინტერნეტსივრცეში1.02 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

107
checked on Mar 5, 2021

Download(s)

20
checked on Mar 5, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.