Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2150
Title: სასასამართლოს მიერ საქმის მომზადების მიზნით შესასრულებელი მოქმედებები
Authors: გელიაშვილი, სულხან 
Keywords: საქმის მომზადების სტადიის არსი და მნიშვნელობა;სასამართლო შეტყობინება და დაბარება
Issue Date: 2020
Abstract: 
ნაშრომის საკვლევ თემას წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქმის მომზადების მიზნით შასასრულებელი მოქმედებები. თემა აქტუალურია, რადგან საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე და ასევე საქმისწარმოებისას ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, მრავალი შემთხვევაა, რომლებიც აბრკოლებს სასამართლოში სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრობლემური საკითხების კვლევისას და მათი გადაჭრის გზების ძიებისას, შესწავლილ იქნა, საქმის მომზადების ეტაპის მიზანი და მისი მნიშვნელობა, ამ მხრივ სასამართლოს მიერ შესასრულებელ მოქმედებათა შინაარსი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით ასევე საკანონმდებლო დონეზე. ნაშრომის შესრულებისას, საქართველოს საკანონმდებლო სისტემა შედარებულ იქნა სამოქალაქო სასამართლის მიმართულებით არსებულ ევროპის მოწინავე ქვეყანათა საკანონმდებლო სისტემებთან. (მტკიცებულებებთან დაკავშირებით განხილულია ინგლისის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და სხვა ქვეყნების კანონმდებლობა)
ნაშრომში გამოყენებულია როგორც ქართულენოვანი ლიტერატურა ასევე უცხოური. პრობლემების უკეთ წარმოსაჩენად გამოყენებულ იქნა, სასამართლო პრაქტიკა (გაკეთებული არის შედარებები სხვადასხვა რაიონულ საქალაქო სასამართლოებს შორის არსებულ განსხვავებულ პრაქტიკულ მიდგომებთან დაკავშირებით), სასამართლო რეკომენდაციები, საჯარო ინფორმაცია და სტატისტიკური ანალიზის სახით მოპოვებული მასალა.
ნაშრომში ცალკე თავებად არის განხილურლი საქმის მომზადების სტადია და მისი მნიშვნელობა, სასამართლოს მიერ საქმის მომზადების მიზნით შესასრულებელი მოქმედებები, რომლებიც ასევე არის ქვეთავების სახით მოცემული. ცალკე თავად არის გამოყოფილი შესაგებელი და შეგებებული სარჩელი. მართალია ეს უშუალოდ მხარის მიერ შესასრულებელ მოქმედებას გულისხმობს, თუმცა მისი შეუსრულებლობა თუ შესრულება თავისთავად იწვევს ისევ სასამართლოს მოქმედების განხორციელებას საქმის მომზადების მიზნით. ცალკე თავად არის გამოყოფილი სასამართლო მტკიცება და მტკიცებულებები.
საბოლოოდ თემა შედგება 8 თავისგან.
რაც შეეხება კვლევის მიზანს, აღიშნულს წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქმის მომზადებასთან დაკავშირებით პრობლემების უკეთ დანახვა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება პრობლემების აღოსაფხვრელად.
აღსანიშნავია რომ, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფატორებიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმისწარმოება გრძელდება გაცილებით დიდხანს, ვიდრე ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მხარის დარღვეულ უფლების აღდგენას სჭირდება არათუ 5 თვიანი მაქსიმალური ვადის პერიოდი, არამედ წლებიც კი. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ნაშრომში მკაფიოდ არის გადმოცემული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
ვფიქრობ, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, რამეთუ ამართლებს წინამდებარე კვლევისას დასახულ მიზანს: რაც შეიძლება უკეთ იქნებს მომზადებული საქმე და მხარის ინტერესი, დროულად აღიდგინოს დარღვეული თუ სადაოდ ქცეული უფლება, ისე იქნეს მიღწეული, რომ ამით ზიანი არ მიადგეთ პროცესში მონაწილე სუბიექტებს.

The subject matter of the research is activities that a court must carry out in order to prepare a case. The topic itself is of crucial importance since there are many occasions, which obstruct the swift and effective administration of justice.
In the process of investigating this issue, we have studied, in detail, the goal and significance of the phase in which the case is prepared, and the nature of the actions to be accomplished by the court, in this regard, on the legislative level, as well as from the practical standpoint. In the course of working on this research, the legislative system of Georgia has been compared to the existing legislative acts of the leading European countries in the field of civil law. (With respect to providing evidence, we have reviewed the legislation of England, the USA, Germany, Russia, France and the other countries).
The following work incorporates Georgian and foreign literature. In view of better presenting the problem, we have used court practices (there are certain comparisons made regarding different practical approaches that exist between the district and city courts), recommendations, public information and material in the form of statistical analysis.
There are separate sub-chapters in the work that specifically deal with the stage of case preparation and its importance, those activities that a court must undertake to prepare for a case, are further analyzed in the subsequent sub-chapters too. A special chapter has been assigned to the issues of answer and counterclaim. Admittedly, it denotes an action that is carried out by a suitor, although its fulfillment or the opposite, in itself, prompts the court to take steps toward preparing the case. We have created a separate chapter for the court claims and evidence, taking into consideration the fact that they constitute one of the main components of a trial. In total, the research contains eight chapters.
As regards the purpose of the research, its aim is to better analyze those problems which are connected to the process of case preparation on the part of a court, and subsequently, to come up with recommendations on how to solve the problems.
The results of the work are significant as they justify the goal that was set during this research. These are procedures toward preparing a case and defending interests of a suitor as best as possible, rights that were violated or became subject of a dispute ought to be restored in good time. This has to be accomplished in such a way that prevents the infliction of damage on any participant of the trial.
URI: https://openscience.ge/handle/1/2150
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Sulkhan Geliashvili Samagistro.pdfსასასამართლოს მიერ საქმის მომზადების მიზნით შესასრულებელი მოქმედებები399.94 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

81
checked on Dec 4, 2020

Download(s)

21
checked on Dec 4, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.