Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2148
Title: ჯგუფური სარჩელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და მისი დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში
Authors: ჯამასპიშვილი, შალვა 
Keywords: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი;სამართლიანი სასამართლოს უფლება;საპროცესო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები;ჯგუფური სარჩელი;ანგლო-ამერიკული და კონტინენტური ევროპის კანონმდებლობა
Issue Date: 2020
Abstract: 
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია ე.წ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლითაც უზრუნვეყოფილია პირის კონსტიტუციური უფლება, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლის ყველა დარგისთვის ეს პრინციპი უზენაესია და სწორედ აქედან გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები, თუ ცალკეული საპროცესო რეგულაციები.
აღნიშნული ნაშრომი ეძღვნება ჯგუფური სარჩელის, როგორც სამოქალაქო საპროცესო ინსტრუმენტის კვლევას. ამ კონტექსტში გაანალიზებული და ახსნილია ჯგუფური სარჩელის სამართლებრივი ბუნება ანგლო- ამერიკული და კონტინენტური ევროპის კანონმდებლობის მაგალითზე. ფართო გაგებით ჯგუფური სარჩელი გულისხმობს პირთა წრის უფლებას, ერთობლივად ჩაებან სამოქალაქო-საპროცესო წარმოებაში, საკუთარი კანონიერი მიზნების მისაღწევად. საპროცესო თანამონაწილეობა როგორც ჯგუფური საპროცესო მონაწილეობის ფორმა, ჯგუფური სარჩელის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. აქედან გამომდინარე, ნაშრომი შედარებითი ანალიზის გამოყენებით გააშუქებს საპროცესო თანამონაწილეობისა და ჯგუფური სარჩელის, როგორც ანგლო-ამერიკული, ისე ქართული და ევროპული მოდელის ძირითად მახასიათებლებს.
ჯგუფური სარჩელის ანგლო-ამერიკული ვარიანტი უცხოა ქართული კანონმდებლობისათვის. მიზანი და ამოცანა, რის გამოც ანგლო-ამერიკულმა სისტემამ ამ ინსტიტუტის ფართო დანერგვა განაპირობა სამართლებრივ სივრცეში საპროცესო ეკონომიურობისა და პირების დაცვას უკავშირდება. შედეგობრივი თვალსაზრისით ჯგუფური სარჩელი უზრუნვეყოფს, ერთი სასამართლო პროცესის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის მაქსიმალური შედეგის მიღწევას, ამასთან, მზარდი კორპორაციული ორგანიზაციების პირობებში მავნებლური და საზიანო პრაქტიკის შეკავებას, როგორც პირდაპირი თვალსაზრისით, ისე არაპირდაპირი გაგებით.
საქართველოს სახელმწიფოებრივი და საკუთარი სამართლებრივი კულტურის განვითარების ხანგრძლივი ტრადიცია არ გააჩნია. სამართლებრივი სისტემისა და კულტურის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ქვეყნების სამართლებრივი ინსტიტუტების კვლევა და საჭიროების შემთხვევაში ქართული სამართლის სისტემაში ინტეგრაცია.
ნაშრომის ამოცანაა მაქსიმალური სიცხადით წარმოაჩინოს სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირეული არსობრივი საფუძვლები, ხაზი გაუსვას სამოქალაქო სასარჩელო წარმოების მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანისაა და საფრანგეთის მაგალითზე გააანალიზოს ჯგუფური სარჩელის არსებული სამართლებრივი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები, როგორც აღნიშნულ ქვეყნებში, ასევე საქართველოში.

The 31st rule of Constitution of Georgia determines the fundamental right of citizens to access the court. This rule provides equal rights for persons to sue for violating their rights. The right to a fair trial is a supreme principle for all fields of law. Civil procedures have a conceptual contribution from the constitutional right described above.
The thesis is intended to explore class action as a device of civil procedure. The thesis itself tends to analyze and explain the legal nature of class action according to the Anglo American and European law systems. In a broad sense, group or class action include all kind of collective litigation forms. Joinder of parties as a legal institution is one of those class- action forms that persons can use jointly when their rights are violated. In this work, the author tries to discuss the main specifications of Joinder of parties and class action.
Georgian civil procedure system has not contained rules similar to the American model of the class action yet. The main reason why the class action legal institution is widely spread in many countries is to minimize the bureaucracy and support the safety of citizens. As a result, class action offers an unlimited number of persons getting a satisfactory settlement or judgment. On the other side, the class action procedure prevents large corporations from unfair conduct directly or indirectly.
Georgia became an independent state not a long time ago. The Law system and culture are still developing. It is vital to explore different experiences or law institutions worldwide and when it is inexorable to integrate the best choices to the Georgian legal system.
In the thesis, the author aims to put the light on some basic principles of civil procedure and underline the meaning of claim. The author will try to analyze the institution of the class action, how does it work in the United States of America, Germany, and France and what kind of future perspective can be contributed to Georgia will be the field of study as well.
URI: https://openscience.ge/handle/1/2148
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Shalva DZamaspishvili Samagistro 2020.pdfჯგუფური სარჩელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და მისი დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში353.45 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

32
checked on Dec 4, 2020

Download(s)

7
checked on Dec 4, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.