Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2119
Title: დაკავება, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება
Authors: ზუბიაშვილი, გიორგი 
Advisor: მეურმიშვილი, ბესიკ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი რეგულაციები
ადამიანის თავისუფლება
ეროვნული კანონმდებლობა
Issue Date: 2020
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
The purpose of the master thesis is study of international and local law regulation about the imprisonment.
Human freedom is one of the fundamental rights whose existence is critically important for every human being. Deprivation of liberty deprives a person of the opportunity to exercise his other basic rights.
It is very important that all detention will be realized in case provided by law. It should be implemented only when the goal can not be achives through other alternative measures.
That is why it is important to study both national and international case law related to detention. Accordingly, the paper analyzes both the standards and approaches set by national courts regarding detention procedures and the case law of the European Court of Human Rights. Recommendations are offered regarding the shortcomings identified based on them.
In addition, the paper presents the disadvantages of current legislation and practice, in connection with which suggested ways to eliminate the problem.
The paper is presented, in five parts, broken down into chapters and subsections. Parts I and V are the introduction and conclusion, and the main research is given in Parts II-IV.
Part II of the paper sets out the right to liberty, which is analyzed in the subsections, defines the protected area and interference in the protected area. The case law of the European Court of Human Rights and its standards are also discussed.
Part III deals with the grounds for detention, describing the detention of a person both by a court order and without a court order. As well as their formal and factual circumstances.
Section IV sets out the rules of detention, which set out the procedure for the arrest, as well as the rights and obligations of the detainee, as well as the rules of detention of persons with immunity and unidentified persons and related legal regulations.
At the end of the master thesis, as a conclusion, the recommendations for solving the shortcomings and problems identified as a result of the research are proposed, which will improve the legal framework, as well as detention procedures, which will ensure the protection of human rights and freedoms

სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს პირის თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი რეგულაციების, მათ შორის როგორც ეროვნული კანონმდებლობის ასევე საერთაშორისო სამართლის შესწავლა.
ადამიანის თავისუფლება ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის არსებობაც თითოეული ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თავისუფლების აღკვეთით ადამიანს ერთმევა შესაძლებლობა განახორციელოს მისი სხვა ძირითადი უფლებები.
ადამიანი - საკუთარი თავისუფლების შეზღუდვით საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ხვდება. მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის თავისუფლების უფლების შეზღუდვა - დაკავება მოხდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამასთანავე დაკავება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, იგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ დროს, როცა სხვა ალტერნატიული ღონისძიებით მიზანი ვერ იქნება მიღწეული.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დაკავებასთან დაკავშირებული, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო პრეცედენტული სამართლის კვლევა. შესაბამისად ნაშრომში გაანალიზებულია როგორც ეროვნული სასამართლოების მიერ დაწესებული სტანდარტები და მიდგომები - დაკავების პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. მათზე დაყრდნობით გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით კი შემოთავეზულია რეკომენდაციები.
ამასთანავე, ნაშრომში წარმოდგენილია მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის უარყოფითი მხარეები, რასთან დაკავშირებითაც შემოთავაზებულია პრობლემის აღმოფხვრის გზები.
ნაშრომი წარმოდგენილია, ხუთი ნაწილისაგან, რომლებიც ჩაშლილია თავებად და ქვეთავებად. I და V ნაწილები შესავალი და დასკვნაა, ხოლო ძირითადი კვლევა მოცემულია II –IV ნაწილებში.
ნაშრომის II ნაწილში გადმოცემულია თავისუფლების უფლება, რომელიც ქვეთავებში არის გაანალიზებული, განსაზღვრულია დაცული სფერო და დაცულ სფეროში ჩარევა. ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და მისი სტანდარტები.
III ნაწილი ეთმობა დაკავების საფუძვლებს, აღწერილია პირის დაკავება როგორც სასამართლოს განჩინებით ასევე სასამართლოს განჩინების გარეშე. ასევე, მათი ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები.
IV ნაწილში წარმოდგენილია, დაკავების წესი, რომლის ქვეთავებში გადმოცემულია როგორც დაკავების პროცედურა, ასევე დაკავებული პირის უფლებები და დამკავებელი პირის ვალდებულებები, ამავე ნაწილში აღწერილია- იმუნიტეტის მქონე პირებისა და არაიდენტიფიცირებული პირების, დაკავების წესი და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები.
სამაგისტრო ნაშრომის ბოლოს, დასკვნის სახით, შემოთავაზებულია კვლევის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების და პრობლემები და მათი მოსაგვარებელი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც დაიხვეწება როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე დაკავების პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
URI: https://openscience.ge/handle/1/2119
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Zubiashvili Samagistro.pdfდაკავება, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება659.01 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

140
checked on May 17, 2024

Download(s)

394
checked on May 17, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.