Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2117
Title: ადმინისტრაციული ხელშეკრულება საჯარო სამსახურში
Authors: ლომიძე, ანანო 
Advisor: როგავა, ზვიად 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საჯარო სამსახური
Issue Date: 2020
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
The concept and legal definition of an administrative contract is given in the General Administrative Code of Georgia. An administrative contract is a legal form governing bilateral or multilateral legal relations, on the basis of which one party (employer) equips the other party (employee) with public powers in public service. Its special importance in the public service is manifested in the fact that by using this form two goals are achieved simultaneously, the form of labor relations is contractual and the content is public law. This allows the person employed under the contract to exercise the managerial powers inherent in the officer. The use of the institution of administrative contract in the public service is linked to the separation of the two elements of governance from political management and public governance, resulting in a separate institution of the state-political official. The state-political official exercises public powers through the relevant management apparatus. This (unified) institutional arrangement for the exercise of its powers is the public service. Public service in a public institution is carried out separately from the political management of the institution and at the same time, to ensure it. The separation of public administration and politics does not mean isolating these two areas. Political decisions are enforced by public administrators, although political responsibility for their implementation rests with the state-political official.
The subject of my research is quite relevant and interesting. The topic concerns the regulation of the Law on Civil Service, in particular Article 78, which defines the identity of persons employed under an administrative contract and the procedure for their admission to public service. In general, an administrative contract is indeed a mobile form of administrative activity.
Concluding an administrative contract in the public service, termination Suspension is quite relevant, however, many questions arise as to how perfect the above-mentioned regulation is, to what extent it coincides that the above-mentioned persons will be hired in the public service without competition. This is the main goal of the paper, to present the duties, importance and peculiarities arising on the basis of administrative-contractual legal relations, and to analyze the Georgian legislative space, practice and to identify relevant issues

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება და ლეგალური დეფინიცია მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ორმხრივი ან მრავალმხრივი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ფორმა, რომლის საფუძველზეც, საჯარო სამსახურში ხდება ერთი მხარის მიერ (დამსაქმებლის) მეორე მხარის (დასაქმებულის) აღჭურვა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებებით. საჯარო სამსახურში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ამ ფორმის გამოყენებით ერთდროულად ორი მიზანი მიიღწევა, შრომითი ურთიერთობის ფორმა არის სახელშეკრულებო, ხოლო შინაარსი საჯაროსამართლებრივი. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი ახორციელებდეს მოხელისათვის დამახასიათებელ მმართველობით უფლებამოსილებებს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის გამოყენება საჯარო სამსახურში უკავშირდება მართვის ორი ელემენტის პოლიტიკური მართვის და საჯარო მმართველობის ერთმანეთისგან გამიჯვნას, რის შედეგადაც ცალკე გამოიყოფა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინსტიტუტი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი მართვის აპარატის მეშვეობით. მისი უფლებამოსილების განხორციელების ეს (უნიფიცირებული) ინსტიტუციური მოწყობაა საჯარო სამსახური. საჯარო დაწესებულებაში საჯარო სამსახური ხორციელდება დაწესებულების პოლიტიკური მართვისგან გამიჯნულად და იმავდროულად, მის უზრუნველსაყოფად. საჯარო მმართველობის და პოლიტიკის გამიჯვნა არ გულისხმობს ამ ორი სფეროს ერთმანეთისგან იზოლირებას. პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება ხდება საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების მიერ, თუმცა მის შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რჩება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს.
ჩემს მიერ შერჩეული კვლევის საგანი საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა. თემა შეეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის რეგულაციას, კერძოდ 78 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ვინაობას და მათი საჯარო სამსახურში მიღების წესს. ზოგადად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ნამდვილად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მობილურ ფორმას. საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა შეჩერება საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ჩნდება ბევრი კითხვა რამდენად სრულყოფილია აღნიშნული რეგულაცია, რამდენად მოდის თანხვედრაში ის რომ ზემოთ აღნიშნული პირები საჯარო სამსახურში მიიღებიან უკონკურსოდ. სწორედ ეს წარმოადგენს ნაშრომის ძირითად მიზანს, ადმინისტრაციული და სახელშეკრულებო სამართალურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი მოვალეობების, მნიშვნელობისა და თავისებურებების წარმოჩენა და ამ კუთხით ქართული საკანონმდებლო სივრცის, პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი პრობლემატიკის გამოკვეთა
URI: https://openscience.ge/handle/1/2117
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Anano Lomidze Samagistro.pdfადმინისტრაციული ხელშეკრულება საჯარო სამსახურში438.32 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

254
checked on May 1, 2024

Download(s)

1,147
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.