Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2101
Title: სქესობრივი დანაშაულის კრიმინოლოგიური ასპექტები
Authors: ძიმისტარიშვილი, დავითი 
Keywords: სქესობრივი დანაშაული;კრიმინოლოგიური ასპექტები;სისხლისსამართლებრივი პრაქტიკა
Issue Date: 2020
Abstract: 
საქართველოს სამართლის და მათ შორის სისხლის სამართლის სისტემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის პარალელურად ვითარდებოდა. იგი ემსახურება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას, ბუნებრივია სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია ისეთი სამართლებრივი სიკეთე, როგირიცაა სქესობრივი თავისუფლება და ხელშეუხებლობა.
სქესობრივი დანაშაულის ფენომენი დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით. აქედან გამომდინარე სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული საზოგადოებისთვის მეტად საშიში, სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის აღსაკვეთად იყენებს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო გამოცდილებას.
სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში განვიხილავ სქესობრივი დანაშაულის კრიმინოლოგიურ ასპექტებს, საზოგადოებისთვის მისი საშიშროების მნიშვნელობას და გამოვიკვლევ აღნიშნული დანაშაულის სამართლებრივ ბუნებას. ვინაიდან სახელმწიფოს მიერ, სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სწორი სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მიმოვიხილავ ძალმომრეობით და არაძალმომრეობით სქესობრივ დანაშაულს ჩადენილი, როგორც სრულწლოვანთა ასევე არასრულწლოვანთა მიმართ. დავახასიათებ სქესობრივ დანაშაულში მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას. ნაშრომში წარმოდგენილი იქნება პრაქტიკაში არსებული პრობლემები, სტატისტიკა და პრევენციის მექანიზმები. რომლებიც ხელს შეგვიწყობს თვალნათლივ დავინახოთ საქართველოში არსებული კრიმინოლოგიური მდგომარეობა სქესობრივ დანაშაულთან მიმართებაში.
სახელმწიფომ რაც არ უნდა ეფექტური საკანონმდებლო ბაზა შექმნას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ვერ იქნება ეფექტური ხალხის ჩართულობის და თანამშრომლობის გარეშე.

The system of Georgian law, including criminal law, has been developing alongside the development of the state. It serves human rights and freedoms. It is natural that code of criminal law protects the sexual freedom and inviolability.
The phenomenon of sexual crime is regulated bu Chapter XXII of the Code Criminal Law of Georgia. Thus, the state is actively involved in the fight against the most dangerous crime for the society – sexual crime. In order to fight against it, the state uses both internal and international experience.
The thesis presents criminological aspects of sexual crime, its dangers to the society, and looks into legal nature of this crime. Developing the right strategy of fighting against sexual crime is an important step forward. In the thesis, I will discuss violent and non-violent sexual crime committed against both adalt and juveniles. I will describe psycho-social state of both the victim and the offender of sexual crime. The paper presents the problems, statics and preventive mechanisms existing in practice. This will clearly show the criminological condition in Georgian in terms of sexual crime.
Whatever effective legal base is created by government to fight against the crime, this fight will not be efficient without people’s invelvonment and cooperation.
URI: https://openscience.ge/handle/1/2101
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Dzimistarishvili.pdfსქესობრივი დანაშაულის კრიმინოლოგიური ასპექტები1.21 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

20
checked on Sep 21, 2020

Download(s)

13
checked on Sep 21, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.