Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2043
Title: ქართული ტურიზმის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე
Authors: ბობოხიძე, ანი 
Advisor: დალაქიშვილი, რუსუდან 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო მარკეტინგში
Degree Discipline: საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Institution: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Business 
ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: COVID 19
ტურიზმის ინდუსტრია
მარკეტინგი
Issue Date: 2020
Publisher: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თემის აქტუალობა. ტურისტული ბიზნესი თანამედროვე ეტაპზე მიჩნეულია მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფ განვითარებად დარგად. კერძოდ, იგი შედის სამი უმსხვილესი საექსპორტო დარგის რიცხვში ნავთობპროდუქტებისა და ავტომშენებლობის შემდეგ. ამასთანავე ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე რენტაბელურ სფეროს. ამ სფეროში დასაქმებულია დედამიწაზე არსებული სამუშაო ძალის 60%. ამიტომ ტურისტული ბიზნესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია საქართველოს ეკონომიკის აღორძინება განვითარებისათვის, რომელსაც თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალითა და მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოში. ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება მსოფლიო მასშტაბით, რაც განპორობებულია ცალკეული ქვეყნის ეკონომიკაზე ტურისტული ბიზნესის გავლენის გაფართოებით.
ეკონომიკაში თითქმის შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი ურთიერთდამოკიდებული დარგები, როგორიცაა მოგზაურობის ორგანიზაცია და სასტუმრო–სარესტორნო მომსახურება. ამასთან ერთად ეს ურთიერთდამოკიდებულება სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ამიტომ ტურიზმის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში და კომპლექსური პრობლემის წარმატებით გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს მეცნიერულ საფუძველზე ტურისტული ბიზნესისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით.
დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ცვლილებები, ქვეყნებსა და საწარმოებს შორის კონკურენტული ურთიერთობები საჭიროებენ მწარმოებელთა ორიენტაციას მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და საწარმოთა სწორი მარკეტინგული განხორციელება.
URI: https://openscience.ge/handle/1/2043
Appears in Collections:ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Bobokhidze.pdfქართული ტურიზმის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე1.44 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

178
checked on Apr 26, 2024

Download(s)

2,440
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.