Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1885
Title: ზიანისა და ზარალის კატეგორიების ურთიერთგამიჯვნის პრობლემა და ანაზღაურების საფუძვლები
Authors: გელუკაშვილი, თამარ 
Advisor: სუხიტაშვილი, დავით 
Degree Name: Master of Law in Private Law
სამართლის მაგისტრი კერძო სამართალში
Degree Discipline: კერძო სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ზიანი
პირგასამტეხლო
ანაზღაურება
Issue Date: 2020
Publisher: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The present paper reviews one of the forms of public liability, problem of separation of damage and loss categories and basics of compensation as well as the associated field of legal regulation.
It is notable that the existing Civil Code of Georgia and generally the Civil Law do not provide an exact definition and explanation of damage and loss. However, together with the adjustment with the other forms of civil responsibility, generally definition of its content under the law is easy.
It is noted that in accordance with the Georgian Civil Law, there are different forms of public liability, from which the most actual and especially important form is compensation for damages (loss). Its specific character and actuality is that when non-fulfillment or improper fulfillment of contractual obligations between the parties accurs, therefore the respective responsibility is originated. This respective liability may include the imposition of compensation.
The main goal of the paper is within the study of topic subjecting to discussion. The study gives the forms of responsibility in property relations, basically both the previous and current legislative regulation of compensation for damages (loss) and the errors therein, which was always the subject of controversy. Herewith, the paper reviews the forms of liability in non-property relations too; privately, compensation for moral damage and fundamentals of its compensation will also be highlighted. Besides, contemporary court practice and development of judicial law is very important, which will support the comprehensive improvement of legislative framework and eradication of existing legal problems. Opinions, discussions and explanations of both Georgian and foreign scientists working in the field of law deserve a special mention in connection to the given subject matter, which has been the subject of discussion and dispute repeatedly.

ნაშრომს, რომელსაც წარმოგიდგენთ, განხილულია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმის, ზიანისა და ზარალის კატეგორიების ურთიერთგამიჯვნის პრობლემა და ანაზღაურების საფუძვლები. ასევე, მასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოწესრიგების სფერო.
საყურადღებოა, რომ დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ზოგადად სამოქალაქო სამართალი, ზიანისა და ზარალის ზუსტ დეფინიციას და განმარტებას არ გვთავაზობს. თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სხვა ფორმებთან ურთიერთშეჯერებით, ზოგადად მისი შინაარსის განსაზღვრა კანონმდებლობის მიხედვით ადვილად შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, რომელთაგან ყველაზე აქტუალური და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფორმაა ზიანი (ზარალის) ანაზღაურება. მისი განსაკუთრებულობა და აქტუალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გვაქვს სახეზე, შედეგად შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება. ეს შესაბამისი პასუხისმგებლობა კი შესაძლებელია, რომ ზიანის (ზარალის) ანაზღაურების დაკისრებას გულისხმობდეს.
ნაშრომის ძირითადი მიზანიც განსახილველი თემის კვლევაში მდგომარეობს. კვლევაში მოცემულია ქონებრივ ურთიერთობებში პასუხისმგებლობის ფორმების, ძირითადად კი ზიანის (ზარალის) ანაზღაურების როგორც ადრინდელი, ასევე მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება და მათ შორის არსებული ხარვეზები, რომელიც ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენდა. ამასთანავე, ნაშრომში განხილულია პასუხისმგებლობის ფორმები არაქონებრივ ურთიერთობებშიც, კერძოდ, ყურადღება გამახვილებული იქნება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და მისი ანაზღაურების საფუძვლებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანამედროვე სასამართლო პრაქტიკა და სამოსამართლო სამართლის განვითარება, რომელიც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფილად დახვეწასა და არსებული სამართლებრივი პრობლემების აღმოფხვრას ხელს უწყობს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სამართლის სფეროში მოღვაწე როგორც ქართველი, ისე სხვა ქვეყნის სამართლის მეცნიერ-პროფესორთა შეხედულებები, განხილვები და განმარტებები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის არაერთხელ გამხდარა დისკუსიისა და დავის საგანი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1885
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Gelukashvili.pdfზიანისა და ზარალის კატეგორიების ურთიერთგამიჯვნის პრობლემა და ანაზღაურების საფუძვლები785.95 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

201
checked on Jun 8, 2024

Download(s)

931
checked on Jun 8, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.