Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1430
Title: ძალაუფლებრივი დისკურსი ქართველი პოლიტიკოსი ქალების ნარატივებში (პოლიტიკური გადაცემების საფუძველზე)
Authors: ლემონჯავა, ანი 
Advisor: წულაძე, ლია 
ბერძენიშვილი, ამირან 
Degree Name: MA in Social and Cultural Studies
სოციალური და კულტურული კვლევების მაგისტრი
Degree Discipline: კულტურის და მედიის სოციოლოგია. Sociology of Culture and Media
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ლაკოფის თეორია - ,,ქალის ენა“
ემპირიული ნაწილი
მეტყველების სტილი, როგორ განმასხვავებელი ნიშანი
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Power Discourse in Georgian Female Politicians’ Narratives (Based on Political Talk-Shows)
The purpose of the work is to study power discourse in Georgian female politicians’ narratives,
which is based on political talk shows.
It is believed that women’s language is more powerless than men’s language. I was interested to
study women’s language and its characteristics in a concrete field, namely, politics. As media is
the main mediator between politics and society, I have decided to study Georgian female
politicians’ discourse in media, in particular, in political talk shows on TV.
Based on the research goal, the following objectives have been identified to study:
 Georgian female politicians’ verbal self-presentations and ideological value of their
narratives;
 Expressive value of their words and the means of reinforcing the audience’s emotions;
 The status of woman in Georgian politics as reflected in Georgian female politicians’
narratives.
The research is based on qualitative method, in particular, Critical Discourse Analysis. 4
political talk shows have been analyzed from four different TV channels. Through the Critical
Discourse Analysis I have analyzed 50 programs.
As a result of discourse analysis it has been revealed that Georgian female politicians use various
interactive strategies to demonstrate their power and stage desirable self-presentation. By using
the words that have expressive value they attempt to emphasize their social status. Besides, they
use various metaphors to discredit their opponents. Critical discourse analysis reveals how
Georgian female politicians stress their role in Georgian politics. They present themselves as
powerful actors through offering the audience respective rhetorical performance.

ნაშრომი მიზნად ისახავს ქართულ სატელევიზიო პოლიტიკურ გადაცემებში
(ტოქშოუებში) ქართველი ქალი პოლიტიკოსების მხრიდან გამოვლენილი
ძალაუფლებრივი დისკურსის კვლევას.
საზოგადოებაში გავრცელებულია სტერეოტიპული ხედვა, რომ ქალის ენა, კაცის
ენასთან შედარებით, ძალაუფლებას მოკლებულია. მე მაინტერესებდა, ერთ კონკრეტულ
სფეროში, პოლიტიკაში, მეკვლია ქალის ენა და მისი გამოვლენის თავისებურებანი.
რადგან პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის ძირითად მედიატორად მედია
გვევლინება, ამიტომ ქალი პოლიტიკოსების დისკურსს ვიკვლევ მედიაში, კერძოდ,
სატელევიზიო პოლიტიკურ ტოქშოუებში. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დასმულია
შემდეგი ძირითადი ამოცანები, რომ შევისწავლო თუ:
 როგორ ახდენენ ვერბალურ თვითპრეზენტაციას ქართველი ქალი
პოლიტიკოსები და რა იდეოლოგიური დატვირთვა აქვს მათ ნარატივს;
 რა ექსპრესიული ღირებულება აქვს მათ ნარატივს და რა ხერხებით ცდილობენ
აუდიტორიის ემოციების გაძლიერებას;
 როგორ აისახება ქართულ რეალობაში ქალის სტატუსი პოლიტიკაში, ქართველი
ქალი პოლიტიკოსების ნარატივების გზით.
კვლევაში გამოვიყენე თვისებრივი მეთოდი, კერძოდ, დისკურსის კრიტიკული
ანალიზი. კვლევისთვის ოთხ სხვადასხვა არხზე, შევარჩიე 4 პოლიტიკური გადაცემა
(ტოქშოუ). დისკურსის კრიტიკული ანალიზის გამოყენებით გავაანალიზე 50 გადაცემა.
გადაცემების დისკურსული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველი ქალი
პოლიტიკოსები თავიანთ ნარატივებში ცდილობენ ძალაუფლების დემონსტრირებას და
საზოგადოების წინაშე სასურველ თვითპრეზენტაციას სხვადასხვა ინტერაქტიული
სტრატეგიებით. ეს გამოიხატება ექსპრესიული მნიშვნელობის მქონე სიტყვების
გამოყენებით, რაც სოციალური სტატუსის ხაზგასმას ემსახურება. ასევე, საუბრისას
გამოყენებულია სხვადასხვა მეტაფორა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. მათი
ნარატივების დისკურსული ანალიზი ცხადყოფს, თუ როგორ წარმოაჩენენ ქართველი
ქალი პოლიტიკოსები თავიანთ როლს ქართულ პოლიტიკაში. ისინი ცდილობენ, მაყურებლების წინაშე წარსდგნენ, როგორც ძალაუფლების მქონე აქტორები, რომლებიც
შესაბამის რიტორიკულ პერფორმანსს სთავაზობენ აუდიტორიას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1430
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis. Lemonjava kultura.pdfძალაუფლებრივი დისკურსი ქართველი პოლიტიკოსი ქალების ნარატივებში (პოლიტიკური გადაცემების საფუძველზე)727.66 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

161
checked on Jun 15, 2024

Download(s)

300
checked on Jun 15, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.