გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1354
სათაური: ლიდერის გადაწყვეტილებებისა და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორების გავლენა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე: პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიაში
ავტორები: გეწაძე, ნინო 
ხელმძღვანელი: თურმანიძე, თორნიკე 
ხარისხის სახელი: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ნეოკლასიკური რეალიზმი
ამერიკა, როგორც ლიბერალური ჰეგემონი, 2009-2016 წწ
პირველი დამოუკიდებელი ცვლადი - პიროვნული ანალიზის დონე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Master thesis – “Influence of political leader`s decisions and domestic context on the
formation of state`s foreign policy: president Barack Obama`s non-intervention policy in
Syria” studies US foreign policy particularities towards Syria conflict over the presidency of
Barack Obama. Analyzing state`s foreign policy is complex, in particular, when one intends
to study the foreign policy of such a great power as it is the Unites States of America.
International Relations theories look at the formation of foreign policy of states from
different perspectives. This dissertation examines Barack Obama`s foreign policy towards the
Syrian crisis (2013) in framework of the Neoclassical realism theory that underlines the
importance of individual, domestic and systemic levels of analysis and their potential
implication over the President Obama`s foreign political course concerning the Syrian war.
The thesis aims at answering the research question – what factors (personal decisions,
domestic context, international environment) determined President Obama`s nonintervention

policy in Syria? The answer to the above-mentioned question is introduced in
the following hypothesis – President Obama`s personal views and perceptions (“The Obama
Doctrine”, lessons-learned from Libya) as well as the domestic situation (Congress resistance,
public opinion opposition, economic and financial costs) determined Barack Obama`s handsoff
policy
towards
Syria.
It
means
that
systemic
level
of
analysis
(in
my
case
Russia
and
Iran)

not
always play
the decisive
role
in
forming
the foreign
policy
of
any
state.

სამაგისტრო ნაშრომი - „ლიდერის გადაწყვეტილებებისა და შიდასახელმწიფოებრივი
ფაქტორების გავლენა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე: პრეზიდენტ ბარაკ
ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიაში“ იკვლევს სირიის კონფლიქტის მიმართ
ამერიკის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის
პერიოდში. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესწავლა კომპლექსური საკითხია,
განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ დიდ სახელმწიფოს შეეხება, როგორიც
ამერიკის შეერთებული შტატებია. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
საგარეო პოლიტიკის ფორმირებას სხვადასხვა კუთხით ხსნიან. აღნიშნულ ნაშრომში
ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკა სირიის კრიზის მიმართ (2013 წ.) გაანალიზებულია
ნეოკლასიკური რეალიზმის თეორიის ჭრილში, რაც გულისხმობს პიროვნული,
შიდასახელმწიფოებრივი და სისტემური ანალიზის ფაქტორების მიმოხივლას და მათ
შესაძლო გავლენას პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკურ კურსზე სირიის
კონფლიქტის მიმართ.
ნაშრომი მიზნად ისახავს პასუხი გასცეს საკვლევ კითხვას - რა სახის ფაქტორებმა
(პიროვნული გადაწყვეტილებები, შიდასახელმწიფოებრივი კონტექსტი,
საერთაშორისო გარემო) განსაზღვრა ბარაკ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიის
კონფლიქტში? წინამდებარე კითხვაზე პასუხი ჩამოყალიბებულია თეზისის
ჰიპოთეზაში - პრეზიდენტ ობამას პიროვნულმა შეხედულებებმა და აღქმებმა
(„ობამას დოქტრინა“, ლიბიის გამოცდილება) და ქვეყნის შიგნით არსებულმა
ვითარებამ (კონგრესის წინააღმდეგობა, სახალხო აზრი, ეკონომიკური დანახარჯები,)
განსაზღვრა სირიის კონფლიქტის მიმართ პრეზიდენტის ჩაურევლობის პოლიტიკა.
აღნიშნული გულისხმობს, რომ სისტემური დონის ფაქტორები (მოცემულ
შემთხვევაში რუსეთი და ირანი) ყოველთვის არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ქვეყნის
საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1354
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis.Getsadze dip.pdfლიდერის გადაწყვეტილებებისა და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორების გავლენა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე: პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიაში897.7 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

106
checked on May 19, 2024

გადმოწერა

1,033
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.