Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1332
Title: მიღებული განათლების დონის/ხარისხისა და დასაქმებისშესაძლებლობების შესაბამისობა საქართველოს შრომის ბაზარზე
Authors: ასათიანი, ანა 
თირქია, ჯილდა 
Advisor: კაჭკაჭიშვილი, იაგო 
Degree Name: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: სოციოლოგია. Sociology
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: უნივერსიტეტში ჩაბარების მოტივაცია
სამუშაო პოზიციით კმაყოფილება/უკმაყოფილების ხარისხი
უმუშევრობის განმსაზღვრელი მიზეზი/მიზეზები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Unemployment is an urgent problem in Georgia. Fighting with unemployment is one of the
aims of the employment policy. In case of Georgia a higher education as a scientific degree
has lost its importance as even for a vacancy of an operator of TV Communication Company
one shall have a diploma of a higher education. This tendency makes the people focus on
getting of higher education – not because they want it and are interested in it but just in
order to get employed anywhere, even if the position does not comply with their profession.
Because of urgent character of the problem we decided to study compliance of a level/quality
of an education with opportunities of employment on Georgian labor market. Target groups
of a survey included: People who work on low positions that do not comply with their level
of education and also people with higher education who are unemployed. Following
objectives were set based on the aims of the research: theoretical review of interrelation
between the market economy and the system of education; specifying the reasons of
compliance/incompliance of requirements of employers with the position; specifying the
reasons/motivations of enrolling/not enrolling at the University; specifying the reasons of
working on a position that does not comply with the received education; specifying the
reason of satisfaction/dissatisfaction of working on an existing position. The studies have
revealed that the labor market of Georgia is characterized with incompliance between the
level/quality of received education and a possibility of an employment. In majority of
vacancies the priority is given to applicants with higher education despite of the fact that
very often the working positions do not require the people with higher education.
Employees don’t provide working conditions to applicants that comply with their
qualification. Employing on positions that don’t comply with a qualification is caused by a
salary and/or monotony of vacancies. In case of unemployed respondents, their
unemployment is caused by incompliance of offered positions with their qualification. Ana Asatiani and Jilda Tirkia were equally involved in making of theoretical an empiric frame,
developing of a research instrument, obtaining of data and making of conclusions at each
stage of a research.

უმუშევრობა საქართველოში აქტუალური პრობლემაა, უმუშევრობასთან ბრძოლა კი
დასაქმების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს.
საქართველოს შემთხვევაში უმაღლეს განათლებას, როგორც სამეცნიერო ხარისხს
თავისი მნიშვნელობა აქვს დაკარგული, რადგან ისეთ პოზიციებზეც კი, როგორიცაა
რომელიმე სატელეკომუნიკაციო კომპანიის ოპერატორობა, მოითხოვენ უმაღლესი
განათლების დიპლომს, ეს პრაქტიკა კი ისედაც უმუშევრობით შეშინებულ ხალხს
აიძულებს ორიენტირდნენ მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღებაზე, არა იმიტომ,
რომ მათ ეს რეალურად უნდათ და აინტერესებთ, არამედ იმისთვის, რომ დიპლომის
აღების შემდეგ დასაქმდნენ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ეს იყოს მათი
პროფესიისათვის შეუსაბამო პოზიცია. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე,
გადავწყვიტეთ გვეკვლია განათლების დონის/ხარისხისა და დასაქმების
შესაძლებლობების შესაბამისობა საქართველოს შრომის ბაზარზე. კვლევის სამიზნე
ჯგუფს წარმოადგენენ: განათლების დონესთან ობიექტურად შეუსაბამო, დაბალ
პოზიციებზე მომუშავე და, ამასთანავე, უმაღლესი განათლების მქონე, დაუსაქმებელი
პირები. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, გამოიყო შემდეგი ძირითადი ამოცანები:
საქართველოს საბაზრო ეკონომიკისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის
თეორიული მიმოხილვა; ვაკანსიებში დამსაქმებელთა მოთხოვნების პოზიციასთან
შესაბამისობა/შეუსაბამობის მიზეზთა განსაზღვრა; უნივერსიტეტში
ჩაბარება/არჩაბარების მიზეზების/მოტივაციების დადგენა; მიღებულ განათლებასთან
შეუსაბამო პოზიციაზე მუშაობის მიზეზების დადგენა; არსებულ პოზიციაზე
მუშაობით კმაყოფილება/უკმაყოფილების ხარისხის განსაზღვრა. კვლევის შედეგად
გამოვლინდა, რომ საქართველოს შრომის ბაზარი ხასიათდება მიღებული
განათლების დონის/ხარისხისა და დასაქმების შესაძლებლობების შეუსაბამობით.
გამოცხადებულ ვაკანსიათა უმრავლესობაში, პრიორიტეტი უმაღლესი განათლების
მქონე აპლიკანტებს ენიჭებათ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო პოზიციები არ საჭიროებენ უმაღლესი განათლების მქონე პირებს. დამსაქმებლები არ
უზრუნველყოფენ აპლიკანტებს მათი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო
პირობებით. კვალიფიკაციასთან შეუსაბამო პოზიციებზე დასაქმება განპირობებულია
მაღალი ანაზღაურებით და/ან გამოცხადებულ ვაკანსიათა ერთფეროვნებით,
იგულისხმება ვაკანსიათა გამოცხადება ძირითადად ერთმანეთის მსგავს
პოზიციებზე. დაუსაქმებელი რესპონდენტების შემთხვევაში, მათი უმუშევრობა
განპირობებულია შემოთავაზებული სამუშაო პოზიციების შეუსაბამობით მათ
კვალიფიკაციასთან. კვლევის თითოეულ ეტაპზე - თეორიული და ემპირიული
ჩარჩოს შედგენის, კვლევის ინსტრუმენტის შემუშავების, მონაცემთა მოპოვებისა და
დასკვნების შემუშავების პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულნი ანა ასათიანი და
ჯილდა თირქია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1332
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA-Thesis.-Tirkia-Asatiani axalisoc2019.pdfმიღებული განათლების დონის/ხარისხისა და დასაქმების შესაძლებლობების შესაბამისობა საქართველოს შრომის ბაზარზე899.38 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

140
checked on Jun 8, 2024

Download(s)

317
checked on Jun 8, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.