გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1328
სათაური: უცხოეთში განათლება-მიღებული ქართველი სტუდენტების ინტეგრაცია საქართველოს შრომით ბაზარზე
ავტორები: ლორთქიფანიძე, ანა 
ხელმძღვანელი: კაჭკაჭიშვილი, იაგო 
ხარისხის სახელი: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციოლოგია. Sociology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: განათლებისა და დასაქმების ურთიერთმიმართება
უცხოეთში განათლების მიღება
შრომითი ბაზარი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
More and more students around the world are pursuing their education abroad. Number of
students getting education from abroad is increasing in Georgia as well. The goal of this study is to
research integration of Georgian students who studied abroad into Georgian labor market. Following
objectives are set for this research: 1. Study reasons behind students’ motives to pursue education
abroad 2. Study labor or internship experience gained by students while studying abroad 3. Study
reasons behinds intentions to return to Georgia. 4. Study the barriers that Georgian students who
studied abroad are facing on the Georgian labor market and how are they dealing with these
obstacles. In accordance to the listed objectives, following hypotheses have been proposed: 1. one of
the main motives for Georgian young adults to continue their education abroad should be urge to
get new experience and better education, with the perspective of better job opportunities 2. Georgian students should have also received labor experience via internships or other channels, in addition to
the traditional education gained abroad 3. The main rationale behind Georgian students returning to
the homeland should be expectation of better employment in Georgia 4. Georgian students returning
to homeland should be experiencing reverse cultural shock while adapting to Georgian job
environment. Data was gathered from 8 group interviews, where respondents were BA or MA
holders, who received their education since 2005 in Europe and the U.S in four of the following
fields: Law, Business and economics, humanities and STEM. In addition, two in depth interviews
were conducted with professionals, who assist Georgian students to studying abroad. The results of
the research have demonstrated that: 1. the main motivating factor for students to study abroad is
urge for new experiences as well as desire to get a better quality education for better job opportunities
in the future. 2. Majority of BA students have either undergone internships of have had paid jobs.
Nearly none of the MA students have had the similar experience. 3. The main motives for returning
home, were associated with the difficulties of staying abroad in regards to visa regulations 4. Students
returning to Georgia on the first stage are facing challenges while adapting to Georgian labor market,
but after a while majority of them who stay in Georgia, are able to find satisfactory jobs.

მსოფლიოს მასშტაბით, სულ მეტი და მეტი სტუდენტი ეუფლება უმაღლეს განათლებას
საზღვარგარეთ. საქართველოშიც გაზრდილია უცხოეთში განათლება-მიღებული
ადამიანების რიცხვი. მრავალ კვლევაზე დაყრდნობით, არსებობს კორელაცია განათლებასა
და დასაქმებას შორის, შესაბამისად ნაშრომის მიზანია ვიკვლიოთ უცხოეთში განათლება
მიღებული სტუდენტების ინტეგრაცია საქართველოს შრომით ბაზარზე. აღნიშნული
მიზნის შესაბამისად, დასახულია ოთხი ამოცანა: 1. სტუდენტების უცხოეთში წასვლის
მიზეზების კვლევა 2. უცხოეთში მიღებული განათლების და შრომითი გამოცდილების
კვლევა 3. საქართველოში დაბრუნების მიზეზების კვლევა 4. საქართველოს შრომით
ბაზართან ინტეგრაციისას წამოჭრილი სირთულეების და მათთან გამკლავების
საშუალებების კვლევა. ამოცანების შესაბამისად, შემუშავებულია შემდეგი ჰიპოთეზები: 1.
ახალი გამოცდილებების მიღების სურვილი და პრესტიჟული სასწავლებლის დიპლომი
ქართველი სტუდენტების უცხოეთში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივი უნდა იყოს. 2.
ქართველ სტუდენტებს, აკადემიური გამოცდილების გარდა, უცხოეთში უნდა ჰქონდეთ
მიღებული შრომითი გამოცდილებაც. 3. ქართველი სტუდენტების საქართველოში
დაბრუნების ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, საქართველოში კარგად დასაქმების
მოლოდინი წარმოადგენს 4. უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი
სტუდენტები განიცდიან კულტურულ შოკს საქართველოს შრომით ბაზარზე ადაპტაციისას,
რადგან მათი სტანდარტები და მოლოდინები, თავდაპირველ ეტაპზე მაინც, ნაკლებად
შეესაბამება საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ რეალობას. მონაცემები შეგროვდა
რვა ჯგუფური ინტერვიუს მეშვეობით, სადაც გამოიკითხა ბაკალავრის და მაგისტრის
ხარისხის მფლობელი 22 ადამიანი, რომელმაც 2005 წლის შემდეგ განათლება ამერიკაში და
ევროპაში მიიღო შემდეგი ოთხი მიმართულებით: იურიდიული, ბიზნესი და ეკონომიკა,
ჰუმანიტარული და STEM. დამატებით, ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა იმ
ადამიანებთან რომლებიც ეხმარებიან ქართველ სტუდენტებს მიიღონ განათლება
უცხოეთში. როგორც კვლევამ აჩვენა: 1. ქართველი სტუდენტებისათვის უცხოეთში სწავლების ძირითადი მოტივია: ახალი გამოცდილების მიღების სურვილი, წნეხი
სოციალური გარემოდან და უკეთესი ხარისხის განათლების მიღების სურვილი, მომავალში
უკეთესი დასაქმების პერსპექტივით. 2. ბაკალავრის დონეზე, სტუდენტების უმრავლესობამ
გაირა სტაჟირება ან იმუშავა ანაზღაურებად სამუშაოზე. მაგისტრატურის დონეზე თითქმის
არავის გაუკეთებია სტაჟირება და არც ანაზღაურებად სამსახურში უმუშავია, დროის
სიმწირის გამო. 3. სამშობლოში დაბრუნების ძირითადი მოტივი იყო უცხოეთში დარჩენის
სირთულე, ვიზის პრობლემის გამო 4. საქართველოში დაბრუნებული სტუდენტები,
თავდაპირველ ეტაპზე აწყდებიან საქართველოს შრომით ბაზარზე ადაპტაციის
სირთულეებს, რომელიც დაკავშირებულია კულტურულ შოკთან და სოციალური
კაპიტალის ნაკლებობასთან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ისინი ადაპტირდებიან
საქართველოს შრომითი ბაზრის გარემოსთან და უმეტეს შემთხვევაში პოულობენ
თავისთვის საინტერესო სამსახურს, თუმცა ამისთვის ხშირ შემთხვევაში თამასის დაწევა
უხდებათ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1328
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis.Lordkipanidze SOC2019.pdfუცხოეთში განათლება-მიღებული ქართველი სტუდენტების ინტეგრაცია საქართველოს შრომით ბაზარზე677.56 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

275
checked on Jun 1, 2024

გადმოწერა

787
checked on Jun 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.