გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1203
სათაური: დისნეი, როგორც კულტურული იმპერიალიზმი და იდეოლოგიური გადანაცვლების აღქმა დისნეის პროდუქციაში
ავტორები: მაჭარაშვილი, მარი 
ხელმძღვანელი: მაისაშვილი, ხათუნა 
ხარისხის სახელი: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
სასწავლო პროგრამის სახელი: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კულტურული იმპერიალიზმი
უოლტ დისნეი
დასავლური ღირებულებები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Based on the review of theoretical sources, structuralist (syntagmatic) analysis of three fullfootaged

animation films by Walt Disney Productions and analysis of half-structured
interviews with respondents, the MA Thesis examins and analyzes impact of identitiy
cultures, namely feminist ideological culture, on the global cultural industry da perceptions
of this ideological shift in Georgian society. The main findings are discovered as following:
1.Walt Disney's Animated Movies are the part of the natural environment for Georgians aged
15-24 and animations are not associated with the trend of Americanization for them; 2. A
happy ending in Disney Movies is not associated with the marriage of the main characters
(princesses / queens). 3. Girls / women in the animations we have researched are main
characters, associated with strength and courage, and that's why they are heroes and neither
prizes nor objects.
To illustrate a picture of the ideologic shift in MA Thesis, we overview three full-footaged
animation films of Disney - “Brave”, “Frozen” and “Moana”.

ეყრდნობა რა თეორიული წყაროების მიმოხილვას, უოლტ დისნეი პროდაქშნზ-ის
სამი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის სტრუქტურალისტურ (სინტაგმურ)
ანალიზსა და 12 რესპონდენტის ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუს ანალიზს,
მაგისტრის წოდების მოსაპოვებლად წარდგენილი საკვალიფიკაციო ნაშრომი
შეისწავლის და აანალიზებს იდენტობითი კულტურების, კერძოდ ფემინისტური
კულტურის, გამოვლინებებს გლობალურ კულტურულ ინდუსტრიაში და ამ
იდეოლოგიური გადანაცვლების აღქმას ქართულ საზოგადოებაში. კვლევის
ძირითად მიგნებებს წარმოადგენს: 1.უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმები 15-24
წლის ასაკობრივი ჯგუფის ქართველი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გარემოს
ნაწილია და ანიმაციები მათთვის არ ასოცირდება ამერიკანიზაციის ტენდენციასთან;
2. დისნეის ანიმაციებში ბედნიერი დასასრული მთავარი გმირების
(პრინცესების/დედოფლების) ქორწინებასთან არ იგივდება. 3. საკვლევ ანიმაციებში
გოგონები/ქალები მთავარი პერსონაჟები არიან, ისინი სიძლიერესთან და
სიმამაცესთან ასოცირდებიან და ამიტომაც არიან გმირები და არა ჯილდო ან
ობიექტები.
სამაგისტრო ნაშრომში იდეოლოგიზებული გადანაცვლების სურათის საჩვენებლად
განხილულია დისნეს სრულმეტრაჟიანი სამი ანიმაცია - „მამაცი“, „გაყინული“ და
„მოანა“.
URI: https://openscience.ge/handle/1/1203
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
my-thesis-mari-matcharashvili maskomi2019.pdfდისნეი, როგორც კულტურული იმპერიალიზმი და იდეოლოგიური გადანაცვლების აღქმა დისნეის პროდუქციაში456.61 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

159
checked on Jun 8, 2024

გადმოწერა

252
checked on Jun 8, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.