Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1085
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorშალიკაშვილი, მორისka
dc.contributor.authorხარშილაძე, ნიკაka
dc.date.accessioned2019-12-13T13:38:14Z-
dc.date.available2019-12-13T13:38:14Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1085-
dc.description.abstractკვლევის აქტუალობა. ოჯახური ურთიერთობები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ რაც გაჩნდა ოჯახი, გაჩნდა განსხვავებები ოჯახის წევრებს შორის, რამაც თავისებურად წარმოშვა პრობლემა, რომელსაც დღეს ოჯახური ძალადობის სახელით ვიცნობთ. ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში, არისტოტელე ამბობდა, რომ: „სახელმწიფო დიდი ოჯახია, რომელიც მრავალი პატარა ოჯახისგან შედგება“ . ოჯახის კეთილდღეობა პირდაპირ აისახება სახელმწიფოს განვითარებასა და სტაბილურობაზე. დღეს, ოჯახური ძალადობა საერთაშორისო თანამეგობრობის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების მნიშვნელოვან საფიქრალად რჩება. მეტიც, აღნიშნული პრობლემა 21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს. თანდათანობით ხდება საზოგადოებასა და ოჯახს შორის იმ ბარიერის გაქრობა, რომელიც ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენას ხელს უშლის, იცვლება საზოგადოების შეხედულება იმაზე, რომ რაც ოჯახში ხდება, მხოლოდ ოჯახის საქმეა, ამიტომ სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, ვალდებულები ხდებიან ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შეიმუშაონ ერთიანი, ეფექტური და კომპლექსური მიდგომები, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ოჯახური ძალადობის ფაქტებს და ხელს შეუწყობს მათ გამოვლენას. საქართველოში ოჯახური ძალადობის კვლევის აქტუალობაზე მიანიშნებს შსს-ის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც: 14 ნოემბრის მდგომარეობით სულ გამოვლენილია 4111 ოჯახური დანაშაული, საიდანაც გაიხსნა 2550 (65%), შემაკავებელი ორდერი გამოიცა 4370 შემთხვევაში, მაშინ როდესაც, მთლიანი 2016 წლის სტატისტიკა მოიცავდა 2192 ოჯახურ დანაშაულს, საიდანაც გაიხსნა 1603 შემთხვევა ( 73%), ხოლო შემაკავებელი ორდერი გამოიცა 6213 შემთხვევაში. ეს მკვეთრად მიანიშნებს ორ ფაქტორზე: ერთი, რომ ოჯახური ძალადობა გამოვიდა ოჯახის ჩარჩოებიდან და სულ უფრო მეტად არის აღქმული საერთო საზოგადოებრივ პრობლემად, რამაც გაზარდა მიმართვიანობა პოლიციისადმი და მეორე, გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების შემთხვევები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ოჯახურ ძალადობას სახელმწიფოც სერიოზულად უდგება . მიუხედავად ამ კუთხით წინ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა 2006 წელს კანონის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ მიღება, რომელიც დღეს თავის თავში გენდერული ძალადობის ასპექტებსაც მოიცავს, ასევე როგორიცაა: სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მუშაობა ოჯახში ძალადობის კუთხით, სტამბულის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს და ასე შემდეგ, დღეს საქართველოში მაინც რჩება არაერთი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectოჯახში ძალადობაka
dc.subjectპრევენციაka
dc.subjectმოძალადის რეაბილიტაციაka
dc.titleოჯახში ძალადობის პრევენცია და მოძალადის რეაბილიტაციაka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
item.grantfulltextopen-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kharshiladze.pdfოჯახში ძალადობის პრევენცია და მოძალადის რეაბილიტაცია848.07 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

518
checked on May 18, 2024

Download(s)

1,211
checked on May 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.