გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1033
სათაური: ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და ნამდვილობის წინაპირობები
ავტორები: თოდუა, თეონა 
ხელმძღვანელი: ცერცვაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ხელშეკრულების როლი თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებში
ხელშეკრულების ფორმა
საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომი ეხება ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების
სამართლებრივ ბუნებასა და მისი ნამდვილობის წინაპირობებს. ნაშრომში
მიმოხილულია ელექტრული ფორმით ხელშეკრულების დადების ცალკეული
მეთოდები და პრობლემური საკითხები. ნაშრომის შესავალი ნაწილი მოიცავს
კვლევის ფარგლებს, მეთოდებსა და თემის ზოგად სტრუქტურას.
საკითხის აქტუალურობა
მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა თუ რა როლი უკავიათ თანამედროვე სამყაროში
ელექტრონული ფორმით დადებულ ხელშეკრულებებს. უკანასკნელი
ათწლეულების განმავლობაში ტექნიკის სწრაფი განვითარება საზოგადოების
ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ელექტრონული ტექნოლოგიების
განვითარებამ რადიკალურად შეცვალა და ბევრი მიმართულებით გაამარტივა
თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება. კომპიუტერისა და სხვა
ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით არის შესაძლებელი დროის უმცირეს
მონაკვეთში მონაცემების მოძიება, შესწავლა თუ ადამიანებს შორის სასურველი
ინფორმაციის გაცვლა.

თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად უამრავი ისეთი
საკითხის გადაწყვეტა ხდება, რომელსაც წარსულში უამრავი ადამიანური რესურსი
ეთმობოდა. მსგავს საკითხთა შორის გახლავთ ელექტრონული საშუალების
გამოყენებით ხელშეკრულების დადება.
ინტერნეტი არ „ემორჩილება“ არც ერთი ქვეყნის საზღვრებს, ხშირად,
„უგულებელყოფს“ ამა თუ იმ ქვეყნის იურისდიქციას. ამავე დროს კი
ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება ე.წ. „ელექტრონული
კომერცია“ (Electronic Commerce – “E-Commerce”) .
URI: https://openscience.ge/handle/1/1033
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro thodua.pdfელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და ნამდვილობის წინაპირობები566.1 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

244
checked on May 26, 2024

გადმოწერა

1,540
checked on May 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.