Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1031
Title: საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და აღსრულებადობა ქართული სამართლის მიხედვით
Authors: ქემხაძე, ნატალი 
Advisor: მაჩაიძე, ოთარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საარბიტრაჟო შეთანხმება
საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა
საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
არბიტრაჟი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) მექანიზმის
წარმოადგენს. ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ პარალელურად
გამოიწვია სამართლებრივი ურთიერთობებისა და რეგულაციების დახვეწა.
მსოფლიოში არსებულმა გლობალიზაციის პროცესმა, ასევე, ეკონომიკური
ურთიერთობის განვითარებამ გავლენა იქონია კერძოსამართლებრივი დავების
განხილვის ფორმებსა და წესებზე
. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟი
მოქმედებს სასამართლო სტრუქტურის ფარგლებს გარეთ, შეიქმნა
სამართლებრივი ჩარჩოების შემუშავების აუცილებლობა მისი ეფექტური და
მიზნობრივი ფუნქციონირებისათვის. არბიტრაჟის წესით საქმის განხილვა
აღიარებული პროცედურაა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, სადაც
დავის საგანს წარმოადგენს ქონებრივი ურთიერთობები. არბიტრაჟი (შესაძლო)
დავის მხარეებს სთავაზობს სასამართლო პროცესზე უფრო სწრაფ და
ფინანსურად ხელსაყრელ წესებს, სასამართლოსთვის დადგენილი წესების
გვერდის ავლით.
არბიტრაჟი საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს და უკანასკნელი ოცდაორი
წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გზა განვლო. 2009 წელს “არბიტრაჟის
შესახებ” საქართველოს კანონმა განიცადა ცვლილებები, რის შედეგადაც იგი
მეტად მოერგო თანამედრო სამართლებრივი ურთიერთობების მოთხოვნებს და
მხარეთა ინტერესების დაცვა ბევრად მოსახერხებელი გახდა. ძირითად წყაროს
რაღა თქმა უნდა წარმოადგენს “არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონი.
დღეის მდგომარეობით საარბიტრაჟო შეთანხმების ცნების რეგულირების
ნაწილში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ითვალისწინებს
ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებას, რაც რაღა თქმა უნდა დადებითად აისახება
თავად არბიტრაჟის ფუნქციონირებაზე და შესაბამისი პრაქტიკის
ჩამოყალიბებაზე. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა თავისი არსით
გამორიცხავს დავის განხილვის შესაძლებლობას სასამართლოს მიერ, ამდენად
მხარეთა ნება ნათლად და კონკრეტულად უნდა იყოს დაფიქსირებული
შეთანხმებაში. რამდენადაც დავის განხილვის შესახებ შეთანხმება შესაძლოა
არსებობდეს როგორც ხელშეკრულების ნაწილის, ასევე ცალკეული დათქმის
სახით, აღნიშნულს არ აქვს მნიშვნელობა მისი აღსრულებისათვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/1031
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kemkhadze.pdfსაარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და აღსრულებადობა ქართული სამართლის მიხედვით574.21 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

186
checked on May 17, 2024

Download(s)

2,998
checked on May 17, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.