გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1001
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.advisorზოიძე, ბესარიონka
dc.contributor.authorკინწურაშვილი, ნანაka
dc.date.accessioned2019-12-10T09:46:29Z-
dc.date.available2019-12-10T09:46:29Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1001-
dc.description.abstractწინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ლიზინგის მომწესრიგებელი ნორმების და მისი გამოყენების სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვის საფუძველზე, პრაქტიკულ სირთულეთა გაანალიზების გზით, ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ლიზინგი სამოქალაქო კოდექსისთვის ერთ-ერთი ნოვაციური ინსტიტუტია, რომელიც ევროპულ სამართალში საერთო სამართლიდან შემოვიდა და ქართულ სამართალშიც დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნული ნაშრომი იძლევა შესაძლებლობას, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია ლიზინგის არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული სინამდვილის შესახებ. საკვლევ თემაში განხორციელდება უპირატესად ქართული და საერთაშორისო ნორმების,პრაქტიკის გაანალიზება, რაც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის ლიზინგთან დაკავშირებით როგორც სასამართლო პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებთან, ასევე ზოგადად ლიზინგის ქართულ საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკავშირებით. მისი გაცნობით მკითხველი მიიღებს ინფორმაციას ყველა იმ შესაძლო დაბრკოლებებზე, რომელიც დაკავშირებულია ქართულ სამართალში ლიზინგის პრაქტიკულ გამოყენებასთან. საკვლევი თემის აქტუალურობა განპირობებულია მისი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ლიზინგთან დაკავშირებული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა, რაც თავად ამ ინსტიტუტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისთვის სულ უფროდაუფრო აქტუალურია დაფინანსების ისეთი ალტერნატიული გზის გამოყენება, როგორიცაა ლიზინგი. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ უფრო ხშირი იქნება ლიზინგთან დაკავშირებით სასამართლოსადმი მიმართვიანობა და სასამართლო დავები. ვინაიდან, ლიზინგის მიმართულებით ქართული სასამართლო პრაქტიკა მწირია და მხოლოდ ახლა იძენს აქტუალურობას, ხშირად ფიქსირდება პრაქტიკაში არაერთგვაროვანი მიდგომა ლიზინგთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკის გაანალიზება, ხარვეზების გამოვლენა. ასევე არც თუ ისე მდიდარია ლიზინგთან დაკავშირებული ქართული სამეცნიერო ლიტერატურა, რაც ამ თემას აქტუალობას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectლიზინგიka
dc.subjectქირავნობისა და იჯარის ურთიერთმიმართებაka
dc.subjectსახელწიფო ბაჟიka
dc.titleლიზინგის მომწესრიგებელი ნორმები და მათი გამოყენების სასამართლო პრაქტიკაka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.grantfulltextopen-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kintsurashvili.pdfლიზინგის მომწესრიგებელი ნორმები და მათი გამოყენების სასამართლო პრაქტიკა769.67 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
მარტივი ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

250
checked on Jun 11, 2024

გადმოწერა

2,003
checked on Jun 11, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.