რუსიეშვილი, მანანაRusieshvili, Mananaხვედელიძე, თამართამარხვედელიძეKhvedelidze, TamarTamarKhvedelidze2025-03-152025-03-152024https://openscience.ge/handle/1/8258წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის მეტაფორის ჟანრობრივ პოტენციალს და მისი ინტერპრეტირების პრობლემებს დისტოპიურ თხრობაში, მეტამოდერნისტულ ტექსტში, მარკეტინგულ ტექსტსა და მუნჯ კინოში ინგლისურენოვან/ქართულ ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის მაგალითზე. სადისერტაციო ნაშრომის აქტუალურობა განისაზღვრება იმ ფაქტით, რომ მასში მეტაფორა წარმოდგენილია არა მხოლოდ ლინგვისტურ და სტილისტიკურ ჭრილში, არამედ ის მოიცავს მეტაფორის ისეთ ჟანრებში თუ დისკურსში გამოყენების ტენდენციებს, მიზნებს და მისი ინტერპრეტირების მახასიათებლებს, როგორებიცაა: დისტოპიური თხრობა, მეტამოდერნისტული ტექსტი, მარკეტინგული ტექსტი და მუნჯი კინო. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს შემდეგი: მეტაფორის შესახებ ფუნდამენტური თეორიების განხილვა და კონკრეტულ ჟანრებში (მხატვრული ლიტერატურა, სოციალური მედია, კინემატოგრაფია) გამოყენებული მეტაფორების კვლევა; მონომოდალური და მულტიმოდალური მეტაფორების გამოხატვის ტენდენციების დადგენა სხვადასხვა ჟანრში; კონცეპტუალური მეტაფორის სხვადასხვა საკვლევ ჟანრში ფუნქციონირებისა და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა; მეტაფორის შედარება სხვა სტილისტიკურ ხერხებთან და, ამის საფუძველზე, მისი სპეციფიკური მახასიათებლების დადგენა; დისტოპიურ თხრობაში გამოვლენილი მონომოდალური მეტაფორების სპეციფიური მახასიათებლების კვლევა; მეტამოდერნისტულ ტექსტში გამოვლენილი მონომოდალური მეტაფორების კვლევა და ანალიზი; მარკეტინგულ ტექსტში გამოვლენილი მონომოდალური და მულტიმოდალური მეტაფორის კვლევა და ანალიზი; მუნჯ კინოში გამოვლენილი მონომოდალური და მულტიმოდალური მეტაფორის კვლევა და ანალიზი; სხვადასხვა ჟანრში გამოვლენილი მონომოდალური და მულტიმოდალური მეტაფორების ინტერპრეტირების მახასიათებლებისა და პრობლემების კვლევა; სხვადასხვა ჟანრში გამოვლენილი მონომოდალური და მულტიმოდალური მეტაფორის კატეგორიების განსაზღვრა და ქვეკატეგორიების გამოვლენა. სადისერტაციო ნაშრომში წარმოებული კვლევა მოიცავს შედარებითი ანალიზის მეთოდს, თეორიულ მიმოხილვასა და ემპირიულ ანალიზს. ნაშრომის საკვლევ მასალად გამოყენებულია მხატვრული ტექსტი და კინემატოგრაფიული სურათები. გამომდინარე აქედან, კვლევის პროცესსა თუ მიზანს წარმოადგენს მოცემული მასალის შესწავლა, შედარება და გაანალიზება. წინამდებარე ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ის მოიცავს როგორც ვერბალური, ისე კონცეპტუალური მეტაფორის ანალიზს. განხილულია მეტაფორის ინტერპრეტირების სპეციფიკური მახასიათებლები როგორც მხატვრულ ნაწარმოებში, ასევე სოციალურ მედია დისკურსში. სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია როგორც დისკურსის ანალიზის, ასევე კოგნიტური ლინგვისტიკისა და სტილისტიკის თეორიულ კურსებში. ემპირიული მასალის ანალიზი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დიდაქტიკური მიზნებისათვის, რაც მოიცავს თეორიულ ლექციასა და პრაქტიკულ სასემინარო მეცადინეობას.This thesis studies the genre potential of metaphor and the problems of its interpretation in dystopian narration, metamodernist text, copywriting, silent films on the example of English and Georgian literature and cinematography. The relevance of the thesis is determined by the fact that metaphor is presented not only in linguistic and stylistic terms, but also includes the tendencies, purposes and characteristics of the use of metaphor in such genres and discourses as: dystopian narrative, metamodernist text, copywriting and silent films. The aim of the thesis is as follows: determining the tendencies of expression of monomodal and multimodal metaphors in different genres; determining the functioning and meaning of conceptual metaphor in different research genres; comparing metaphor with other stylistic methods and, based on this, determining its specific characteristics; discussion of fundamental theories about metaphor and research of metaphors used in specific genres (fiction, social media, cinematography); research of specific characteristics of monomodal metaphors revealed in dystopian narration; research and analysis of monomodal metaphors identified in metamodernist text; research and analysis of monomodal and multimodal metaphors identified in copywriting; research and analysis of monomodal and multimodal metaphors in silent films; researching the characteristics and problems of interpreting monomodal and multimodal metaphors in different genres; determining the categories of monomodal and multimodal metaphors found in different genres and identifying subcategories. The research conducted in the dissertation includes the method of comparative analysis, theoretical review and empirical analysis. Literary/creative texts and cinematographic images are used as the research material of the thesis. Based on this, the research process or goal is to study, compare and analyze the given material. The theoretical and practical value of the present thesis lies in the fact that it includes the analysis of both verbal and conceptual metaphor. Specific features of metaphor interpretation in both creative work and social media discourse are discussed. The results of the research presented in the dissertation can be used both in the theoretical courses of discourse analysis and cognitive linguistics and stylistics. Analysis of empirical material can be used for didactic purposes, including theoretical lectures and practical seminar classes.kaმეტაფორის ჟანრობრივი პოტენციალი და მისი ინტერპრეტირების პრობლემებიtext::thesis::doctoral thesis