ჭკუასელი, ქეთევანმამაცაშვილი, მარიამმარიამმამაცაშვილი2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/860The following Master's thesis concerns the study of the academic freedom of the lecturers of Tbilisi State University. As a result of studying the international documents and articles of the famous researchers, related to this topic, it became clear that one of the conditions for providing high quality of educational process is academic freedom, As long as working in a limited environment of academic personnel, cannot be satisfied with the modern requirements of teaching and research, it will negatively affect not only the educational process but also the development of a democratic society, because one of its main values is academic freedom. The aim of the following Master's thesis is to study the academic freedom of the University teacher on the example of Tbilisi State University. For achieving this goal, the following objectives were set: 1. Secondary information analysis; 2. Development of research methodology; 3. Empirical research; 4. Data analysis; 5. Develop Conclusions. The subject of the research is the academic freedom of the teacher at Tbilisi State University and the object of research - the process of realization of teacher's academic freedom in TSU. The qualitative form of the survey has been used for the thesis – in-depth interviews, through which the views and experiences of TSU academic staff were revealed on the academic freedom of the teaching and research process. As a result of data analysis, the lack of finances and time hinders academic activities that lead to the impossibility of utilizing academic freedom in full implementation of various important tasks. It is noteworthy that there is lack of research towards this topic in Georgia, academic freedom is studied only by analyzing the documents, so our research is the first attempt to study academic freedom empirically.სამაგისტრო ნაშრომი შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა აკადემიური თავისუფლების კვლევას. მოცემულ თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტებისა და ცნობილი მკვლევრების სტატიების შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ დღეისათვის საგანმანათლებლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ პირობას აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს, რადგან აკადემიური პერსონალის შეზღუდულ გარემოში მუშაობისას ვერ დაკმაყოფილდება სწავლებასა და კვლევასთან დაკავშირებული თანამედროვე მოთხოვნები, ეს კი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის, არამედ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაზე, რადგან მისი ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება აკადემიური თავისუფლებაა. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე. მოცემული მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანები: 1. მეორეული ინფორმაციის ანალიზი; 2. კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება; 3. ემპირიული კვლევა; 4. მონაცემთა ანალიზი; 5. დასკვნების შემუშავება. კვლევის საგანია მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო კვლევის ობიექტი - მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების რეალიზაციის პროცესი თსუ-ში. კვლევისათვის გამოყენებულია გამოკითხვის თვისებრივი ფორმა - სიღრმისეული ინტერვიუ, რომლის საშუალებითაც გამოვლინდა თსუ-ს აკადემიური პერსონალის შეხედულებები და გამოცდილება სწავლებისა თუ კვლევის პროცესში არსებულ აკადემიურ თავისუფლებაზე. მონაცემთა ანალიზის შედეგად მკაფიო გახდა, რომ ფინანსებისა და დროის სიმცირე აკადემიურ აქტივობებს აფერხებს, რაც იწვევს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებისას აკადემიური თავისუფლების სრული ხარისხით სარგებლობის შეუძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოცემულ თემასთან დაკავშირებით კვლევების სიმცირეა, აკადემიური თავისუფლება შესწავლილია მხოლოდ დოკუმენტების ანალიზით, შესაბამისად, ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა აკადემიური თავისუფლების ემპირიული შესწავლის პირველი მცდელობაა.kaუმაღლესი სკოლაპროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიუმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზეmaster thesis