მაჩაიძე, ოთარმეტრეველი, თეონათეონამეტრეველი2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1117„საყოველთაო და ხანგრძლივი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის სოციალურ სამართლიანობას ეფუძნება და მოსალოდნელია, შრომის პირობებმა, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობის მიმართ ადგილი აქვს ასეთ უსამართლობას, სირთულეებს და გაჭირვებას, წარმოქმნას იმდენად დიდი მღელვარება, რომ საფრთხის წინაშე დადგეს მსოფლიოს მშვიდობა და ჰარმონია.“ ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიზნად განისაზღვრა, რომ ის „იმოქმედებდა სამართლიანობისა და ჰუმანურობისაკენ სწრაფვით, აგრეთვე მსოფლიოში მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის სულისკვეთებით.“ ამრიგად, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ სოციალური სამართლიანობის იდეა მუდამ იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი მიზანი. სოციალური ურთიერთობები ადამიანთა შეხედულებების სხვადასხვაობის გარეშე წარმოუდგენელია. შეხედულებათა, წარმოდგენათა და მოსაზრებათა სხვადასხვაობა კი ბადებს კონფლიქტს, რაც ადამიანთა საზოგადოების განვითარების თანმხლებ ჩვეულებრივ მოვლენად განიხილება. სოციალური ურთიერთობებისა და სამართლიანობის დარეგულირების ერთ-ერთ მექანიზმს შრომითი დავების მედიაციის გამოყენებით მოგვარება წარმოადგენს, რადგან ის მიზნად ისახავს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობის აღდგენას, რაც შრომითი სამართლის სტაბილურობის უმთავრესი გარანტია. დაძაბულობა სამუშაო ადგილზე ყოველთვის წარმოშობს პრობლემებს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური მნიშვნელობის საკითხებზე, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს როგორც მხარეებს, ისე მათ შორის არსებულ შრომით ურთიერთობას და ამ ურთიერთობის მიზანს. მოწესრიგებული შრომის სამართალი, დასაქმებულთა დაცული უფლებები და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონით დარეგულირებული ურთიერთობები ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია.kaმედიაციაშრომითი დავებიაღსრულების მექანიზმებიშრომითი მედიაციის პერსპექტივები საქართველოშიmaster thesis