კვანტალიანი, ნუნუპატარაია, ილიაილიაპატარაია2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/886მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. დროული, სამართლიანი, მიუკერძოებელი, შეჯიბრებითობისა და სხვა პრინციპების მიუმხრობელი დაცვა მართლმსაჯულებას ეფექტურად განახორციელებს. ეს კი სხვადასხვა სამართლებრივი საშუალებითაა შესაძლებელი, რომელთა კლასიფიკაციის დროს მნიშვნელოვანია უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის, როგორც პირთა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებში სათანადო ადგილის მინიჭება. 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირთან მრავალმხრივ და ეტაპობრივ ინტეგრაციას, თავისუფალი ვაჭრობით ევროკავშირის შიდა ეკონომიკურ სივრცესთან კავშირს შეუწყო ხელი. ამის წინაპირობა კი მუშა შიდა სამართლებრივი რეგულაციების ევროკავშირის სამართლებრივ მექანიზმებთან შესაბამისობაა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტებით დაცულ უფლებათა შორის მოწინავე ადგილს, სწორედ, უზრუნველყოფის ღონისძებები იკავებს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების აქტუალობა თანამედროვე სამართლებრივ გარემოში საკმაოდ მკაფიო და თვალშისაცემია. დიდი ხნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკიცებულებების გადამალვის, ან ქონების წინააღმდეგ მიმართული მავნებლური ქმედებების დასაცავად სასამართლოთა ჩართულობამ, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიებების დაწესებაში გამოიხატება, იმპერატიული ხასიათი მიიღო. ეს ბუნებრივიცაა. პირი, რომლის უფლებები დაირღვა და ის სასამართლოსადმი მიმართვის წესით ცდილობს ნივზე, ან უფლებაზე თავისი სამოქალაქო-სამართლებრივი კავშირის აღდგენას, თუ განმტკიცებას, ნამდვილად არ სურს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დავის საგანი, ან მისი სამართლებრივი ინტერესის სფეროში არსებული ობიექტი აღარ არსებობდეს, რაც მას იურიდიულად უსუსურს ხდის. იმ პირობებში, რომ დღევანდელ სამყაროში ნივთის გასხვისება პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, მოსარჩელის ინტერესის სფეროში არსებული, მაგ, ნივთი, ვებ-საიტის მეშვეობით შესაძლოა რამდენიმე წუთში გაიყიდოს, მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება კი აღსასრულებლად საკმაოდ პრობლემატური გახდეს.kaსარჩელის უზრუნველყოფადროებითი ღონისძიებასარჩელისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამოქალაქო საპროცესო სამართალშიmaster thesis