ადამია, გივიგივიადამიაAdamia, GiviGiviAdamia2025-03-102025-03-102020https://constcourt.ge/files/7/JCL-GEO-Vol-2-(2020)/JCL-2020-Vol.2-GEO-91-123.pdfhttps://openscience.ge/handle/1/8112საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის უმთავრეს საფუძვლად თავისუფალ კონკურენციას განამტკიცებს. ეკონომიკურ კონკურენციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შინაარსისა და ამ კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების განსაზღვრა, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრაქტიკულ თუ თეორიულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ამ სირთულეების გადაჭრის გარკვეული თეორიული საფუძვლის შექმნას, სადაც მოწინავე დასავლურ პრაქტიკასა და სამეცნიერო მიდგომებზე დაყრდნობით, განსაზღვრულია სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების ფარგლები კონკურენციის განვითარებასა და ეკონომიკური აგენტების კონკურენტულ თანასწორუფლებიანობასთან მიმართებით. ნაშრომში ასევე განხილულია ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას თავისუფალ კონკურენციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის მნიშვნელობა და მისი ტელეოლოგიური საფუძვლები. მეწარმეობის თავისუფლებასა და მომხმარებელთა უფლებებთან მიმართებით განხილულია თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის ფუნქციები და იდენტიფიცირებულია შესაბამისი დაცული სამართლებრივი სიკეთეები.kaკონკურენციაკონკურენციის სამართალიკონსტიტუცია და კონკურენციაCompetitionCompetition Law, UndertakingConstitution and Competitionეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტებიConstitutional Aspects of Economic Competitionjournal article10.48616/openscience-271