ბენიძე, ვენედიღარიბაშვილი, მარიამმარიამღარიბაშვილი2021-07-192021-07-192021https://openscience.ge/handle/1/2530წინამდებარე ნაშრომში განხილულია უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფცია ქართული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სანამ ვრცელ მიმოხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პრინციპი სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებით არის განხილული. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ითვლება ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტად, რომელმაც ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, რადგან სასამართლოებმა მეტი ყურადღება დაუთმეს საჩივრებს უკანონო ბრალდების თაობაზე. ნაშრომში წარმოდგენილია ის დებულებებიც, რის მიხედვითაც საშუალება გვეძლევა უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის არსი სრულყოფილად წარმოვაჩინოთ. პირველი თავი ეხება ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას, მეორე თავი კი უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის ზოგად მიმოხილვას აქვს დათმობილი, სადაც განხილული მაქვს მისი წარმოშობის და განვითარების ისტორია, მისი არსი და მნიშვნელობა, სწორედ ეს წარმოადგენს საკამათო საკითხს, რის გამოც განხილული მაქვს მისი არსის და დასახელების დაზუსტების საკითხები, გაანალიზებულია ის ცნობილი დებულებები, რომელიც მის ცნებასთან არის დაკავშირებული. ცალკე თავი აქვს დათმობილი უდანაშაულობის პრეზუმფციის სამართლებრივ ასპექტებს, ამ თავის განხილვისას აუცილებელია დადგინდეს ვინ შეიძლება იყვნენ ამ უფლების ადრესატები და რა მასშტაბით ვრცელდება იგი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე. მნიშვნელოვან საკითხს წარმოდგენს მედიის როლი სამართლებრივ საკითხებში, მოცემულ თავში განხილული მაქვს როგორც დადებითი მხარე, ისე უარყოფითი. პრობლემას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ მედია დაუსაბუთებლად ხელყოფს ბრალდებულის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.In accordance with previous procedural law, before the review is extended, if it is stated that it is one of the basic principles of criminal law, which is a matter of domestic and other international law. The principle of the presumption of inncence is considered a constuticional guarantee of human rights, as it gas been particulatly relevant in the last decade, as trials have paid more attention to complaints about back charges. The paper also presents the provisions that i can rusk, as the essence of the presumption of innocence and freedom is perfectly generated. The firs chapter deals with a brief overview of the literature, the secont chapter with a general overview of the presumption of its origin and development, its essence and significance, witsh is a controversial issue, The well-known provisions related to its concept are analyzed. A separate chapter devotes to the legal aspects of the presumption of innocence, and in discussing this chapter it is necessary to determine who may be the addressees of this right and to what extent it extends to private legal relations. An important issue is the role of the media in legal matters, in this chapter I have discussed both the pros an cons . Another problem is the fact that the media unjustifiably violates the rights and interests of the accused under the law. The paper includes an annotation, tableof contects , introduction, main topic (divided into chapters and subsections), conclusion and list of used literature.kaუდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციაქართული საპროცესო კანონმდებლობაუდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფცია ქართული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვითmaster thesis