კაკიტელაშვილი, ქეთევანეფაძე, ქეთევანქეთევანეფაძე2024-01-232024-01-23https://openscience.ge/handle/1/2983ნაშრომი კონსტრუქტივისტული მიდგომის ფარგლებში შეისწავლის ქართული და აფხაზური კონფლიქტური იდენტობების ფორმირებას 1950-1970-იან წლებში. საისტორიო ნარატივების ანალიზის საფუძველზე მასში ნაჩვენებია, რომ სტალინიზმის პერიოდის ეროვნულმა პოლიტიკამ საბჭოთა საქართველოში, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ეთნიკური ნაციონალიზმი წაახალისა. ამ პროცესში იდენტობის დისკურსმა ქართველი ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის ნაშრომში რადიკალური ფორმით იჩინა თავი, რასაც მოყვა გამოხმაურება აფხაზური მხრიდან. 1950-იანი წლების ბოლოს, წარსულზე დაწყებულმა დებატებმა ისტორიულ ნარატივებში გადაინაცვლა. 1970-იანი წლების ბოლოს, დესტალინიზაციის პროცესში დაწყებული დავა კონფლიქტური იდენტობების ფორმირებით დასრულდა. სწორედ ამ პერიოდიდან აფხაზი ისტორიკოსების ტექსტებში გაჩნდა განაცხადი დამოუკიდებელი აფხაზური ეროვნული პროექტის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქართველი ისტორიკოსების შეხედულებას იდენტობის კონცეფციასთან დაკავშირებით.kaსაბჭოთა კავშირისაქართველოაფხაზეთინარატივიიდენტობანარატივიისტორიაქართული და აფხაზური იდენტობების ფორმირება სტალინურ და პოსტსტალინურ საქართველოში (1950-1970 -იანი წლები)doctoral thesis