ჯიბაშვილი, ოლეგბოლქვაძე, თამილათამილაბოლქვაძე2021-11-022021-11-022021https://openscience.ge/handle/1/2550სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება საქართველოს წიაღს მოწყვეტილ ერთ-ერთი ისტორიულ ქართულ კუთხეს – ჰერეთს. ნაშრომის პირველი ნაწილი დათმობილი აქვს XVII-XIX საუკუნეების ჰერეთის ისტორიის საკითხების გაშუქებას. ირანის შაჰის შაჰ-აბას I-ის მიერ 1614-1617 წლებში განხორციელებული ოთხი უსასტიკესი ლაშქრობის შედეგად, მაშინდელი კახეთის სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი – ჰერეთი საშინლად აოხრდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ან ამოწყდა, ან ირანში იქნა გასახლებული. მათ ნასოფლარებზე თანდათან დაღესტნელი მოახალშენეები ჩამოსახლდნენ ირანისა და ოსმალეთის ხელშეწყობით. ასე ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქნის „ლეკური“ საზოგადოებები. ჰერეთის ერთი ნაწილი – კაკ-ენისელის სამოურავო კი შაჰ-აბასმა უფრო ადრე (1604 წელს) გამოსძალა კახეთის მეფეს და აქ ელისუს სასულთნო შექმნა. ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო ძალიან ავიწროებდნენ დაპყრობილ ჰერ მოსახლეობას. დიდ პრობლემებს უქმნიდნენ ისინი კახეთისა და ქართლის სამეფოებსაც. ნაშრომის მეორე ნაწილში ნაჩვენებია თუ რა ადგილი აქვს დათმობილი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პრესის ფურცლებზე ჰერეთის პრობლემატიკას. გაზეთები „დროება“ და „ივერია“ მდიდარ მასალებს გვაწვდის ჰერეთის ყოფა-ცხოვრებაზე, წარსულსა და აწმყოზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ, საგანმანათლებლო თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. იმდროინდელი პრესის მასალები მართლაც რომ საუკეთესო წყაროა ჰერეთის ისტორიის შესასწავლად.The master’s thesis is dedicated to Hereti, one of the historical regions of Georgia, which was seized from Georgia. In the first chapter of the thesis is discussed history of Hereti in XVII-XIX centuries. As a result of four brutal expeditions carried out by Shah Abbas the Great in 1614-1617, Hereti the eastern part of Kakheti Kingdom was terribly destroyed. A large part of the population was either exterminated or banished to Iran. Dagestani settlers gradually settled in their villages with the support of Iran and Ottomans. This is how the “Lekian” communities of Tchar-Belakani were formed. On part of Hereti – the estate of Kak-Eniseli – was ousted by Shah Abbas the Great earlier (in 1604) and he established the Sultanate of Elisu there. Tchar-belakani and the Sultanate of Elisu oppressed the conquered Heretian population. They also arose huge problems for the kingdoms of Kakheti and Kartli. As for the second chapter of the thesis, there is discussed issue, how the Georgian press of the second half of XIX century recognized problems of Hereti. The newspapers “Droeba” and “Iveria” provides rich materials of the life of Hereti, about its past and present, on political, economic, religious, educational or other important issues as well. The aforementioned press materials undoubtedly are the significant source for studying the history of Hereti.kaსაქართველოს ისტორიაXVII-XIX საუკუნეების ჰერეთიXIX საუკუნის II ნახევრის ქართული პრესის ფურცლებიჰერეთის პრობლემატიკა XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პრესის ფურცლებზეmaster thesis